კიბორჩხალამ კიდური მოიჭრა, რათა ცოცხლად არ მოეხარშათ (ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა)
ჩინეთის ერთ-ერთი რესტორნის სტუმარმა ვიდეოზე გადაიღო  სიცოცხლისთვის მებრძოლი, მამაცი კიბორჩხალა. ცხოველი, რომელიც მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, კიდური მოიჭრა და გაიქცა.

ინტერნეტის მომხმარებელმა, მეტსახელად Jiuke-მა, ვიდეო ჩინეთის  პორტალზე (Weibo) გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ იჭრის კიბორჩხალა ნახევრად მოხარშულ კიდურს. უნდა აღინიშნოს, რომ კიბორჩხალებისთვის კიდურის დაკარგვა სასიკვდილო არ არის - ამ ცხოველს უნარი აქვს სხეულის ეს ნაწილი თავიდან გაეზარდოს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანდნენ მისი თავდაუზოგავი ბრძოლისუნარიანობით. ვიდეოს, მხოლოდ Facebook-ზე, მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. კომენტარებში ავტორს სთხოვეს დაეწერა, თუ რა ბედი
ეწია მამაც კიბორჩხალას. Jiuke -მა ისინი
დაამშვიდა: მისი თქმით,  უჩვეულო სანახაობის შემდეგ, მან კიბორჩხალა სახლში წაიყვანა და დღემდე აკვარიუმში, შინაური ცხოველის სტატუსით ცხოვრობს.

ასევე იხილეთ:

სამხრეთ კორეაში 200-ზე მეტი ძაღლი შეჭმას გადაარჩინეს

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

არწივისა და მელიას "დრამატული" შერკინება ნადავლისთვის, ვიდეოზე მოხვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?