ყველაზე ასაკოვან კუს და მის მეორე ნახევარს შთამომავლობა არ ეყოლათ, სპეციალისტებმა მიზეზი 26 წლის შემდეგ გაარკვიეს
ყველაზე ასაკოვან კუს და  მის მეორე ნახევარს შთამომავლობა არ ეყოლათ, სპეციალისტებმა მიზეზი 26 წლის შემდეგ  გაარკვიეს
წმინდა ელენეს კუნძულის მცხოვრებლებმა საბოლოოდ შეიტყეს, თუ რატომ არ ჰყავდა მსოფლიოში ყველაზე ხნიერ, გიგანტურ კუ ჯონათანს და მის მეორე ნახევარ ფედერიკას შვილები. სპეციალისტებმა მხოლოდ 26 წლის შემდეგ შეამჩნიეს ფედერიკას ბაკანზე მთავარი დეტალი, რომელიც უშვილობის მიზეზს განმარტავდა.

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ ჯონათანია, რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე ბინადრობს. გამოცემა "the Sun"-ის წყაროზე დაყრდნობით, რეპტილია 186 წლისაა. ის კუნძულზე 1880 წელს წმინდა ელენეს გუბერნატორს საჩუქრად მიუყვანეს.

გიგანტური კუს სახეობა ცნობილია ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით, მაგრამ ჯონათანის ასაკამდე ჯერ არცერთ მის სახეობას არ მიუღწევია.

მისი პირველი ფოტო
გადაღებულია 1900 წელს.

Zooclub

ასაკის მატებასთან ერთად ჯონათანს განუვითარდა კატარაქტა და ის პრაქტიკულად ვეღარ ხედავს, თუმცა, მისი
ვეტერინარის - ჯო ჰოლინსის თქმით, ცხოველს ნორმალური სმენა აქვს.

Zooclub

კუნძულის მცხოვრებლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ჯონათანსა და ფედერიკას შთამომავლობა ეყოლებოდათ და სახეობის პოპულაციას მოახდენდნენ, მაგრამ წლები გადიოდა და წყვილს შვილები არ გაუჩნდა.

ერთ დღეს ფედერიკამ ბაკანი დაიზიანა და როდესაც მას ვეტერინარები მკურნალობდნენ, დაუჯერებელი რამ აღმოაჩინეს - ფედერიკა "ფრედი" აღმოჩნდა.

Zooclub

საქმე ისაა, რომ კუს არ აქვს სქესის მკვეთრი განმასხვავებელი ისეთივე ნიშნები, როგორც მაგალითად კატას, ძაღლს ან სხვა ცხოველს. კუს სქესის ამოცნობა ხდება მუცლის ფორმით და დაბზარული ბაკნის მიხედვით. ამიტომ, კუს სქესის განსაზღვრა საკმაოდ რთულია.

ვეტერინარები ვარაუდობენ, რომ ფედერიკა მამრია ისევე, როგორც ჯონათანი, თუმცა, ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ იციან.

Zooclub

თუ სპეციალისტები არ ცდებიან, წყვილის შთამომავლობის საიდუმლოს ამოხსნილია. გაურკვეველია, როგორ მიიღებენ ამ ფაქტს ადგილობრივი მცხოვრებლები, რადგან ისინი ამაყობდნენ ამ არსებებით და  დიდი ინტერესით ელოდებოდნენ მათი ნაშიერების დაბადებას.

ასევე იხილეთ:

მეცნიერების აღმოჩენა: "გრენლანდიური ზვიგენი 400 წელი ცოცხლობს"

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა კატამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა და ცხოვრებას ბედნიერი აგრძელებს
sandro
კუ ყველაზე ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით გამოირჩევა. თუ პირობები აქვს რა თქმა უნდა. აღარ მახსოვს, სტატისტიკაში ეწერა სადღაც რომ ყოველი ახალდაბადებული 100 კუდან 95 კვდება. ჭამენ მათ მტაცებლები.
.
ჩემთვის მაგალითად შოკის მომგვრელი იყო ეს ინფორმაცია.არადა რა ინტერესით ვადევნებდი თვალს მათი სიყვარულის პერიპეტიებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?