სასტიკი თუ კრეატიული იდეა: მანიკურის სპეციალისტებმა ფრჩხილებში ცოცხალი ჭიანჭველები მოათავსეს (+ვიდეო)
მანიკურის სპეციალისტები ყოველდღე ახალ საშუალებებს იგონებენ, რათა მომხმარებლები მიიზიდონ. კლასიკური "ფრენჩით", "შილაკით" და ნახატით უკვე ვეღარავის გააკვირვებთ. დღეს არა ერთი სალონი გვთავაზობს უჩვეულო ფორმის, ფერისა და განსხვავებული დიზაინის მანიკურს.

რუსმა მანიკურის სპეციალისტმა წარმოუდგენელ კრეატივს მიმართა, რამაც მუდმივი კლიენტების შოკი გამოიწვია - მან ფრჩხილებში ცოცხალი ჭიანჭველები შეუშვა.

Zooclub

სპეციალისტმა კოსმეტიკურ ფრჩხილზე გააკეთა სივრცე და მეორე მხრიდან დამატებითი სივრცე დატოვა. მან მანიკურის გაკეთების პროცესი ვიდეოზე გადაიღო და Instagram-ის გვერდზე გაავრცელა.

ვიდეოს ათასობით კომენტარი მოჰყვა, სადაც მანიკურის სპეციალისტებს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. გაფრთხილებამ იმის
შესახებ, რომ "ბიუთი-ექსპერიმენტის" ფარგლებში არც ერთი არსება არ დაშავებულა, ინტერნეტ მომხმარებლები არ დაამშვიდა.

მომდევნო დღეს
კრეატიულმა მანიკურის ავტორმა მეორე ვიდეოც გაავრცელა, სადაც თავის ხელმომწერებს აჩვენა, თუ როგორ უშვებენ ისინი ჭიანჭველებს.

"ჭიანჭველები ცოცხლები არიან. ადამიანებო, არ გაგიჟდეთ! ჩვენ ცხოველთა მკვლელები არ ვართ, იხილეთ ვიდეო სრულად. და კიდევ, ერთი კითხვა მაქვს: როდესაც ქუჩაში მიდიხართ და ფეხსაცმლით კლავთ ჭიანჭველებს - ამ შემთხვევაში მკვლელები არ ხართ?"- წერს კომენტარებში მანიკურის სპეციალისტი.

უნდა აღინიშნოს, რომ სალონი, სადაც ჭიანჭველების მანიკური გააკეთეს, ცნობილია თავისი უჩვეულო კრეატიული იდეებით.

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

რამდენიმე ათეული პლასტიკატის ბოთლს კონფისკაცია გაუკეთეს.. მებაჟეებმა შემზარავი რამ იხილეს...

ადამიანები მხოლოდ რამდენიმე დღე იწონებენ თავს ამ ნივთით, თუმცა, შემდეგ ცხოველი კვდება

sos
სად არიან ჭიანჭველების უფლებადამცველი არასამთავრობოები? ეს არის წმინდა წყლის სისასტიკე და არავითარი კავშირი არა აქვს კრეატიულობასთან...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?