პატარა სპილომ ტურისტი ტალახში წააქცია და მის მუხლებზე მოკალათებას ცდილობდა (სახალისო ვიდეო)
ტაილანდში, სპილოების ფერმაში ქალი შეხვდა პატარა საყვარელ სპილოს, რომელმაც მასთან ერთად ტალახში თამაში გადაწყვიტა. სახალისო კადრები ვიდეოზე აღბეჭდეს.

ცხოველი ტურისტს მეგობრულად მიუახლოვდა, ძალები ვერ მოზომა და ქალი ტალახში წააქცია, ხოლო შემდეგ თავადაც მის კალთაში მოკალათებას ეცადა.

ფერმაში ბინადრობენ ის სპილოები, რომლებიც ბრაკონიერებისგან ან სასტიკი ადამიანებისგან იხსნეს. არიან ის პატარებიც, რომლებსაც დედა მოუკვდათ და ველურ ბუნებაში მარტო ვერ იცხოვრებდნენ.

როგორც ჩანს, ფერმაში მცხოვრები სპილოებისთვის ადამიანის გამოჩენა უცხო არ არის და ისინი ტურისტების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

ასევე იხილეთ:

ხვადი ლომი ტურისტებზე თავდასხმის
მცდელობით ცდილობს, ძუ ლომს თავი მოაწონოს


პატარა ძაღლმა ძუ ლომთან ერთად მოსეირნე ცხოველთა მეფე შეაშინა

ცნობისმოყვარე ცხოველების შეხვედრა ტურისტებთან



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?