ხვადი ლომი ტურისტებზე თავდასხმის მცდელობით ცდილობს, ძუ ლომს თავი მოაწონოს (+ვიდეო)
სამხრეთ აფრიკა, კრუგერის ეროვნული პარკი - საუცხოო ადგილი, სადაც ბინადრობს არაერთი გარეული ცხოველი. მათ შორის არიან: ჟირაფები, ბეჰემოთები, ნილოსის ნიანგები, სპილოები, ჯიქები, გარეული კამეჩები და ლომები.

ამ ადგილზე გარეულ ცხოველთა ყველაზე დიდი ბინადრობის არეალია. გასაკვირი არ არის, რომ 27 წლის ბიჭმა მარკ უილიამსმა შეუდარებელი კადრები ვიდეოზე აღბეჭდა: ლომი ცდილობს, მანქანაში მყოფ ადამინს თავს დაესხას.

მიზეზი, თუ რატომ მოიქცა მტაცებელი ასე, კიდევ უფრო უჩვეულოა.

პარკის ადმინისტრაციული ცენტრისკენ მოძრავი მანქანები გზაზე შეჩერდნენ. ხვადი ლომი მიუახლოვდა ტურისტების მანქანას და თავდასხმა სცადა.

მტაცებელი უბრალოდ გზის
ნაპირას მოკალათებული ძუ ლომისთვის თავის მოწონებას ცდილობა. პარკის მომსახურე პერსონალის თქმით, ხვადი დიდი ხანია ძუს
მოხიბვლას ცდილობს, თუმცა, ეს უკანასკნელი მას ყურადღების ღირსადაც არ თვლის.

Zooclub

შედეგად, კავალერმა საკუთარი ძალების დემონსტრირება სცადა - იგი ტურისტებზე თავდასხმას ცდილობდა. პირველი ავტომობილის მინა დახურული იყო, ამიტომ მტაცებელი მეორე მანქანის ღია ფანჯარას მიუახლოვდა. საბედნიეროდ, მძღოლმა სწრაფად მოახდინა რეაგირება და ტერიტორიას გასცილდა.

მარკი ნანობს, რომ მან მეორე თავდასხმის მცდელობის ვიდეოზე გადაღება ვერ მოასწრო, მაგრამ არსებული ვიდეო კადრი ეფექტური გამოვიდა.

მთავარია, ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია. საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება: ლომები ხშირად გამოდიან გზაზე, მაგრამ ტურისტების მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ.

ასევე იხილეთ:

რა შეემთხვა ოჯახს ლომებთან მიახლოებისას


ნაკრძალის თვალიერებისას ავაზა ტურისტების ჯიპში ჩახტა...

ძუ ლომმა ტურისტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა, მან ნახტომის მანძილი ვერ გათვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?