ძაღლმა პატარა მაიმუნი მას შემდეგ იშვილა, რაც 5 ახალშობილი ლეკვი მოუკვდა (+ვიდეო)
კოლუმბიის ქალაქ კარტაჰენაში, ძაღლმა კაპუცინი-მაიმუნი იშვილა მას შემდეგ, რაც 5 ახალშობილი ლეკვი მოუკვდა. შინაური ცხოველი პატარა კაპუცინს საკუთარი რძით კვებავდა.

მაიმუნი პრაქტიკულად მთელ დღეს "დედობილის" ზურგზე მოკალათებული ატარებს. თუ ძაღლთან მიახლოებას ვინმე დააპირებს, პატარა კაპუცინი აგრესიული ხდება. მსგავსი შემთხვევების დროს, სიტუაციის განმუხვტის მიზნით, პოლიცია არაერთხელ ჩაერია.

უჩვეულო წყვილის სამომავლო ბედით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა. ისინი თვლიან, რომ მაიმუნი კაპუცინი ველურ ბუნებაში უნდა დააბრუნონ, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლების აზრით, ძაღლისა და პრიმატის დაშორება არ შეიძლება, რადგან მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებათ. გარდა ამისა,
უცნობია, თუ როგორ მიიღებენ ძაღლის გაზრდილ მაიმუნს თავისი მოძმეები.

ასევე იხილეთ:

-asethi-megobroba-tsarmoudgeneli-iyo-maimunma-lekvi-gadaarchina-da-qishvilaq.html" target="_blank">ასეთი მეგობრობა წარმოუდგენელი იყო - მაიმუნმა ლეკვი გადაარჩინა და "იშვილა"

პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა

კატამ ძაღლის ლეკვები მოიპარა და სახლში წაიყვანა,მიზეზი საოცარია
ირაკლ
რა თბილი არსებაა ძაღლი, მსახურებისთვის არის დაბადებული და ამას სიამოვნებით რომ აკეთებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?