პატრონისგან გაქცეულმა კუმ ნახევარ წელიწადში გაიარა…. რა გგონიათ? რა მანძილი?
პატრონისგან გაქცეულმა კუმ ნახევარ წელიწადში გაიარა…. რა გგონიათ? რა მანძილი?
2017 წლის ივლისში გაქცეული კუ ნახევარი წლის შემდეგ სახლიდან… 300 მეტრში აღმოაჩინეს.

კუ თალულა ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში პატრონებს, დანიელას და მის ქალიშვილ ლიანას ბაღიდან დაეკარგათ. ის თხუნელას სოროში ჩავარდა.

პატრონები კუს ნახევარი წლის მანძილზე ეძებდნენ, აკრავდნენ განცხადებებს, კითხულობდნენ მეზობლებთან, უკავშირდებოდნენ ახლოს მდებარე სკოლებსა და ზოომაღაზიებს.

რაღაც მომენტში მათ უკვე დაკარგეს თალულას პოვნის იმედი. ”ჩვენ გავაჩუქეთ მისი ყუთი, საკვები და გულში დავემშვიდობეთ მას”, - ამბობს მორისი.

კუ 2018 წლის 24 იანვარს იპოვეს უახლოესი სკოლის ეზოში, რომელიც მათგან 322 მეტრში მდებარეობდა. პატრონი გაკვირვებული
დარჩა, თუ როგორ შეძლო კუმ გადაელახა ტრანსპორტით გადატვირთული გზა, რომელიც მათ სახლსა და სკოლას შორის
გადიოდა.

კუ ვეტერინართან წაიყვანეს. მან საკმაოდ დაიკლო წონაში, მის კანზე წითელი ლაქები გაჩნდა, ასევე აღმოაჩნდა თვალის ანთება. მორისი ვარაუდობს, რომ კუ სკოლამდე ზაფხულში მივიდა, შემდეგ კი სკოლის ეზოში, ბუჩქებში დაიძინა.

ცხოველების მძიმე ხვედრი გარყვნილ დასავლეთში
საბჭოთა პერიოდში ასეთი ყაიდის სტატიებისთვის რუბრიკად შერჩეული იყო "Их нравы"
მსქროლავი ტროლი
ალბათ ავტოსტოპით მოგზაურობდა...
ნინო
მეტი სადარდებელი და საქმე არ გაქვთ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?