პატრონისგან გაქცეულმა კუმ ნახევარ წელიწადში გაიარა…. რა გგონიათ? რა მანძილი?
პატრონისგან გაქცეულმა კუმ ნახევარ წელიწადში გაიარა…. რა გგონიათ? რა მანძილი?
2017 წლის ივლისში გაქცეული კუ ნახევარი წლის შემდეგ სახლიდან… 300 მეტრში აღმოაჩინეს.

კუ თალულა ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში პატრონებს, დანიელას და მის ქალიშვილ ლიანას ბაღიდან დაეკარგათ. ის თხუნელას სოროში ჩავარდა.

პატრონები კუს ნახევარი წლის მანძილზე ეძებდნენ, აკრავდნენ განცხადებებს, კითხულობდნენ მეზობლებთან, უკავშირდებოდნენ ახლოს მდებარე სკოლებსა და ზოომაღაზიებს.

რაღაც მომენტში მათ უკვე დაკარგეს თალულას პოვნის იმედი. ”ჩვენ გავაჩუქეთ მისი ყუთი, საკვები და გულში დავემშვიდობეთ მას”, - ამბობს მორისი.

კუ 2018 წლის 24 იანვარს იპოვეს უახლოესი სკოლის ეზოში, რომელიც მათგან 322 მეტრში მდებარეობდა. პატრონი გაკვირვებული
დარჩა, თუ როგორ შეძლო კუმ გადაელახა ტრანსპორტით გადატვირთული გზა, რომელიც მათ სახლსა და სკოლას შორის
გადიოდა.

კუ ვეტერინართან წაიყვანეს. მან საკმაოდ დაიკლო წონაში, მის კანზე წითელი ლაქები გაჩნდა, ასევე აღმოაჩნდა თვალის ანთება. მორისი ვარაუდობს, რომ კუ სკოლამდე ზაფხულში მივიდა, შემდეგ კი სკოლის ეზოში, ბუჩქებში დაიძინა.

ზ.კალორია -s
შენ წასაკითხად დრო არ დაკარგო. კალორიებს მიხედე, და ფროიდი წაიკითხე :D
ზ.კალორია
აი ზეუსაინტერესოვესი სტატიაა. (კიდევ უნდა წავიკითხო)
))
ჩვენს ეკონომიკასავით ყოფილა)
ნინო-ს
ნინუცი, შენ რა დარდი შემოგაწვა რომ რაც არ მოგწონს იმაზე აკომენტარებ! უტვინოები იქნებიან ესენი შენნაირებს რომ დაუჯერონ. და თუ არ მოგწონს გაიარე. უწყინარი ამბავია და მაგრად ვიხალისე. რამე შემეცნებითი გინდა და იპოვი აქ როგორმე :D ასე რომ შენს მახათს მიხედე :D
giorgi
რა საინტერესოა, მაგრა გაქცეულა. ალბათ დღევანდელი ცხოვრება მისდევდა და ვერ დაეწია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?