კუს, რომელსაც ფეხები ტკიოდა, სიარული "Lego"-ს ბორბლებით გაუადვილეს
კუს, რომელსაც ფეხები ტკიოდა, სიარული "Lego"-ს ბორბლებით გაუადვილეს
ვეტერინარებმა კუს, რომელსაც ფეხები ტკიოდა, "Lego"-ს კონსრუქტორის ბორბლები მიამაგრეს. მათი დახმარებით ცხოველს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია მანამ, სანამ გამოჯანმრთლდება. 

"Metro"-ს ცნობით, კუ ცუდად დაცოცავდა და ვერანაირად გამოჯანმრთელდა, ამიტომ პატრონმა, ირის პესტმა იგი ქალაქ ბრემენჰაფენის (გერმანია) ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა. მას შემდეგ რაც ვეტერინარმა, კარსტენ პლიშკემ ცხოველი გასინჯა, გადაწყვიტა, მის ჯავშანზე "Lego"-ს ბორბლები დაემაგრებინა. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქტორის ელემენტები მხოლოდ დროებით დაამაგრეს.

“ადამიანებს აქვთ ყავარჯნები, მაგრამ ცხოველებისთვის მსგავსი მოწყობილობა არ იწარმოება, ამიტომ ასეთი პრობლემების გადასაჭრელად შემოქმედებითი მიგდომის გამოყენება გვიწევს”, - აღნიშნა პლიშკემ.




ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?