გიგანტურმა პითონმა ბრიტანელი ცხოველთა მოყვარული საკუთარ სახლში მოკლა
გიგანტურმა პითონმა ბრიტანელი ცხოველთა მოყვარული საკუთარ სახლში მოკლა
ბრიტანეთის ქალაქ ბეისინგსყოუკში, სასამართლო სხდომაზე 31 წლის ცხოველთა მოყვარულის, დენ ბრენდონის სიკვდილის ფაქტები გაასაჯაროვეს.

"Daily Mail"-ის ცნობით, მამაკაცს სახლში ჰყავდა 12 ტარანტული, 10 გველი და 2.54 მეტრი სიგრძის პითონი, რომელსაც იგი ”ციცქნას” ეძახდა. 2017 წლის 25 აგვისტოს მშობლებს ბრენდონის ოთახიდან ხმაური შემოესმათ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. როდესაც შვილი სადილად არ ჩავიდა, ისინი მეორე სართულზე ავიდნენ და იატაკზე დამხობილი შვილის სხეული ნახეს. ”ციცქნას” გარდა ყველა შინაური ბინადარი ადგილზე იყო. მოგვიანებით ის სახლში იპოვეს.

პათოლოგოანატომის თქმით, დაღუპულს თვალების არეში სისხლჩაქცევები აღნიშნება.
თუმცა, ყელზე დახრჩობის კვალი არ ქონდა. ჰერპეტოლოგი ჯონ კუპერი ამტკიცებს, რომ პითონის გამოცვლილ ტყავზე არ
აღმოჩენილა არანაირი ნაკაწრი, რომელიც ადამიანის ბრძოლაზე მიუთითებდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, გველს რომ ეკბინა პატრონისთვის, ესეც გამოჩნდებოდა.

მიუხედავად ამისა, კორონერი ანდრიუ ბრედლი ირწმუნება, რომ პითონმა დენ ბრებდობის სიკვდილში დიდი როლი ითამაშა. მისი აზრით, გველმა ადამიანი წინასწარი განზრახვის გარეშე მოკლა.

”მე არანაირად არ ვეთანხმები ”ციცქნას” მხრიდან აგრესიას და მასთან კონფრონტაციას", - ამბობს კორონერი, - "თუ კი რამე მოხდა, ეს მხოლოდ სიყვარულის დემონსტრირება იქნებოდა”.

მისი აზრით, პითონი ან მოულოდნელად შემოეხვია პატრონს, ან წააქცია.

თუ კორონერის დასკვნები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს დიდ ბრიტანეთში პითონის თავდასხმის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა იქნება.

აფრიკული კლდის პითონი მსოფლიოში ყველაზე დიდი გველების ოთხეულში შედის. მათი სიგრძე 6 მეტრს აღწევს და 100 კილომდე იწონიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?