ესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე იმსხვერპლა (ვიდეო +18)
ესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე იმსხვერპლა (ვიდეო +18)
ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე იმსხვერპლა. 29 წლის ახალგაზრდა არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა.
ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება.
ესპანეთში ერთი წლის მანძილზე იმართება 2 ათასზე მეტი შეჯიბრი, რომლებშიც ხარები მონაწილეობენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა მცირდება. 2010 წელს კატალონიამ
კანარის კუნძულების მსგავსად, კორიდას ჩატარება ოფიციალურად აკრძალა.

იხილეთ ვიდეო
გაგა
რახოი არის სწორი. ამ ხალხს ცივილიზებულობაზე აქვს პრეტენზია, სინამდვილეში კი ყოვლად უჯიშო "ნაროდია'! რას აწამებენ ცხოველებს ან თავს რატომ იკლავენ?! ფუი!
bebe
ღმერთო ნუ მიწყენ, მაგრამ ახლა მაინც შეიგნოს სისხლმოწყურებულმა ბრბომ რამხელა ცოდვაა ხარების დახოცვა ასეთი მეთოდით. ცხოველთა სამყარო ისედაც უზარმაზარ ხარკს უხდის ადამიანთა მოდგმას საკვები ხორცეულის სახით და იქნებ, კორიდის მაგვარ ველურობაზე მაინც თქვან უარი ადამიანებმა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?