რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით - "ფისომოყვარულებს", თუ "ცუგომოყვარულებს"?
რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით - "ფისომოყვარულებს", თუ "ცუგომოყვარულებს"?
ყველასათვის ცნობილია, რომ შინაური ცხოველი პატრონის განსახიერებაა. ხშირად ძაღლი ან კატა მფლობელს გარეგნობითაც ემსგავსება.

ცხოველთა მოყვარულების ძირითადი ნაწილი იყოფა ორ ჯგუფად, რომლებსაც პირობითად - ფისომოყვარულთა და ცუგომოყვარულთა ჯგუფები დავარქვით. რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? მიჰყევით სტატიას...

საქმე ისაა, რომ ადამიანი ირჩევს იმ ცხოველს, რომელიც შეესაბამება მის ხასიათს და სულიერ განწყობას. "ცუგომოყვარული" და "ფისომოყვარული" სავსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

და აი, ისიც:

როგორია ფისომოყვარული ადამიანი?

Zooclub

არაპროგნოზირებადი და მგრძნობიარე ინტრავერტი.

უყვარს მარტოობა და სიმყუდროვე.

თავდაჯერებული არაკონფორმისტი, უპირატესობას ანიჭებს მიჰყვეს მიზანს და არა წესებს.

ფისომოყვარული დამოუკიდებელი ადამიანია.

იგი ინტელექტუალია. არ
მოსწონს სულელური და თავს მოხვეული წესები.

ადამიანი ძლიერი ემოციის მატარებელია, რომლის გულისტკენაც მარტივია.

მის თვალს
თითოეული წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ის ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანია.

ფისომოყვარულები გამოირჩევიან კარგად განვითარებული შემოქმედებითი უნარებით.

კატების მოყვარული ადამიანი ბევრად დახვეწილია, ვიდრე ცუგომოყვარული. მას აქვს შემოქმედებითი ნიჭი, არის დამოუკიდებელი, რომელსაც მარტოობა არ აშინებს. ამასთან ერთად, დამტკიცებულია, რომ მათი IQ ბევრად მაღალია, ვიდრე ძაღლების მოყვარულისა.

როგორია ცუგომოყვარული ადამიანი?

Zooclub

მეგობრული ექსტრავერტი. უყვარს მხიარულად დროის ტარება და ადამიანებთან ურთიერთობა.

ის საკუთარ თავში დარწმუნებულია, მიმზიდველია და ადამიანებთან ყოველთვის ნახულობს საერთო ენას. 

ასევე, მოწესრიგებული და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. თუ ძაღლების მოყვარული რაიმეს დაგპირდათ, დარწმუნებული იყავით, რომ ის პირობას შეასრულებს.

მას აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი, თქვენს პრობლემას ყოველთვის გულთან ახლოს მიიტანს და გითანაგრძნობთ.

ძაღლების მოყვარული საუკეთესო მოსაუბრეა. ის მზადაა, ყოველთვის გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში.

იგი გულკეთილი და გულღიაა.

ენერგიული, ორგანიზებული და სიცოცხლის მოყვარულია.

მისთვის ოჯახი ძვირფასია და პატივს სცემს მის ღირებულებებსა და ტრადიციებს. ცუგომოყვარულ ადამიანს მოსწონს ხმაურიანი წვეულებები და თავბრუდამხვევი მხიარულება.

ის საოცრად მიმნდობი და საიმედო მეგობარია.

მას ძალიან მოსწონს ბუნებაში დროის გატარება.

სპეციალისტების მიერ დამტკიცებულია, რომ ძაღლების მოყვარული ადამიანი ენერგიული და მგზნებარე ნატურაა. ფისომოყვარულისგან განსხვავებით, ის ნაკლებად მიდრეკილია დეპრესიისკენ, რაშიც საკუთარი ოთხფეხა მეგობრები ეხმარებიან.

ძაღლების მოყვარული საოცრად გულკეთილი ადამიანია. ძველი თქმულების მიხედვით, ვისაც ძაღლი ჰყავს, არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი. თუ თქვენს წრეში ასეთი ადამიანი ტრიალებს, შეგიძლიათ, დასახმარებლად ნებისმიერ დროს მიმართოთ. დარწმუნებული იყავით - იგი იმედს არ გაგიცრუებთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?