9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ
ფისომოყვარულ ადამიანს მოსწონს ყველა და ყველაფერი სასიამოვნო, რაც კი კატას უკავშირდება. მაგალითად, არასოდეს გაივლის ქუჩაში ისე, თუ შემხვედრ ფისოს არ მიეფერა, სიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომლებსაც კატები უყვართ. მას შეუძლია გაუთავებლად ილაპარაკოს საკუთარ შინაურ ბინადარზე და სხვებსაც მისცეს რჩევები... ასევე, ფისომოყვარულ ადამიანებს უწოდებენ "კატა-ადამიანს". შესაძლოა, ჯერ ვერ ხვდებით, რა იგულისხმება ამ ტერმინში, თუმცა, ქვევით ჩამოთვლილი 9 მინიშნებიდან ყველაფერი ნათელი გახდება.

1.თქვენი ერთ-ერთი საყვარელი "საქმე" ძილია

ძილი ადამიანების უმეტესობას უყვარს და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, კატების ძილის
მსგავსად, ფისომოყვარულთა ძილიც ყველაზე მყუდრო და სასიამოვნოა.

2.თუ გრძნობთ გემრიელი სადილის სუნს

ფისომოყვარულ ადამიანს ყოველთვის
იზიდავს საკვების სუნი. რა საქმითაც უნდა იყოს დაკავებული, სასუსნავის დაგემოვნების გამო, აუცილებლად მიატოვებს.

3. ყოვეთვის გიჭირთ ძველი ნივთების დათმობა

ძალიან გიყვართ საკუთარი ნივთები. მეტიც, როცა ისინი გამოუსადეგარია, მასთან განშორება ყოველთვის გიჭირთ.

თქვენზე ამბობენ, რომ მეტისმეტად მომთხოვნი პიროვნება ხართ.

4. ბუნებით ცნობისმოყვარე პიროვნება ხართ

თქვენთვის რთულია საკუთარი პრობლემების მოგვარება, თუმცა, სხვების დასახმარებლად ძალასა და ენარგიას არ ზოგავთ. ყოველთვის აქცევთ ყურადღებას წვრილმანებს და გამოირჩევით დიდი ყურადღებით სხვა ადამიანების მიმართ.

5. გაქვთ ძალიან სწრაფი რეაქცია გამოუვალ მდგომარეობაში -" გაქცევა"

თუ რამე უსიამოვნება და გაუგებრობაა, ყოველთვის გარბიხართ იქ, სადაც ადამიანები არ შეგაწუხებენ.

6. მოგწონთ მიჯაჭვულობა, თუმცა, საკუთარი პირობები გაქვთ

ადამიანს ეჯაჭვებით იმ შემთხვევაში, როცა ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ცდილობს თქვენს გარემოცვაში ყოფნას, ყოველთვის გაურბიხართ.

7. გახასიათებენ, როგორც ჭირვეულ ადამიანს

ყოველთვის ცდილობთ თავი აარიდოთ ხალხმრავლობას, განსაკუთრებულ დისკომფორტს გრძნობთ უცხო ადამიანების გარემოცვაში. ხშირად გიჩნდებათ განმარტოებით ყოფნის სურვილი და ამას ყოველთვის აგრძნობინებთ თქვენს გარშემო მყოფებს.

8. თქვენ არ ხართ უცნაური, თქვენ ხართ უნიკალური და ამოუცნობი

არაერთხელ გიფიქრიათ, რომ გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით, თუმცა, არ ინერვიულოთ, თქვენ განსაკუთრებული და უნიკალური ხართ.

9. ბუნებით მარტოსული ადამიანი ხართ

თქვენ არ ხართ ანტისოციალური, თუმცა, ბუნებით მარტოსული ხართ. გიყვართ და აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. არ გიყვართ, როცა თქვენს პრობლემებს სხვებს ახვევთ თავს.

თუ ამ ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტს აკმაყოფილებთ თქვენ ხართ ადამიანი კატის თვისებებით.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა

9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია

10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ
fido-gori
მე-2 და მე-3 პუნნქტში ვერ ვჯდები ....
lika
100% კატა ადამიანი ვარ :)
ცისო
მეც ,,ადამიანი კატა" ვარ. ოღონდ 1,7 პუნქტში ვერ ვჯდები...
მარი
ნამდვილი'ადამიანი კატა' ვარ!
elene
კატა ვარ კატური :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?