ფერმერმა ძაღლის სიდიდის ძროხები მოაშენა
ფერმერმა ძაღლის სიდიდის ძროხები მოაშენა
აიოვას შტატის ფერმერმა ჯუჯა ძროხები მოაშენა. ისინი სახლში ერთგვარ შინაურ ცხოველებად შეიძლება გყავდეთ.

46 წლის ფერმერი დასტინ პილარდი უკვე მრავალი წლის მანძილზე ჯუჯა ძროხებს ამრავლებს. სელექციის დახმარებით, მან შეძლო, მათი ზომა ორჯერ შეემცირებინა. ძროხების სიმაღლე 90 სანტიმეტრია. დასტინი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ამისა, ძროხები სრულიად ჯანმრთელები არიან.

”ისინი ინდივიდუალურები არიან", - ყვება პილარდი, - "მათ უზომოდ უყვართ სასუსნავები და სეირნობა. გარშემო ძაღლებივით დარბიან, შესანიშნავად ურთიერთობენ ადამიანებთან, არიან მშვიდები და უყვართ ურთიერთობა. ასევე, მათ მოსწონთ ყურადღება. ძნელია, არ შეგიყვარდეთ მინი-ბოჩოლა, რომელიც მუხლამდე
მოგწვდებათ”.

ფერმერი მინიატურულ ძროხებს ყიდის შინაური ცხოველების მოყვარულებზე, რომლებიც ძროხებს სახლში იყოლიებენ ისევე, როგორც ძაღლებსა და
კატებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?