ჩვენი შიში გველების და ობობების მიმართ თანდაყოლილია
ჩვენი შიში გველების და ობობების მიმართ თანდაყოლილია
შეიძლება თუ არა თვეების ბავშვებს, რომლებმაც ჯერ კიდევ არაფერი იციან გარე სამყაროზე, ეშინოდეთ გველებისა და ობობების? სრულიად შესაძლებელია.

სტატიების ავტორები 6 თვემდე ასაკის 30 ბავშვს გველისა და ობობას ფოტოებს ყვავილების, ფრინველებისა და თევზების ფოტოებთან ერთად რიგრიგობით აჩვენებდნენ და აფიქსირებდნენ მათი თვალის გუგების გაფართოებას.

შიში რთული ემოციაა, რომელიც შეშინების სტიმულის საპასუხოდ ჩნდება. შეშინება ნორადრენალინის ჰორმონის სიჭარბეს იწვევს, რაც არტერიულ წნევას მაღლა სწევს, გულისცემას აძლიერებს, გარდა ამისა, იწვევს გუგების გაფართოებას. ობობის დანახვისას გუგები 0.14 მმ-მდე ფართოვდება, რაც სისხლში ნორადრენალინის კონცენტრაციის მკვეთრ მომატებაზე
მეტყველებს.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ობობები და გველები სურათებზე აშინებდნენ ახალშობილებს, ხოლო ფრინველები, თევზები და ყვავილები
- არა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გამოსახულებები ფერთა ერთ გამაში იყო გამოყვანილი და ზომაც ერთი ქონდათ. ობობის ფოტოს დანახვისას გუგები 0.14 მმ-მდე ფართოვდებოდა, ხოლო ნეიტრალური სურათის დანახვისას - მხოლოდ 0.03 მმ-მდე.

Zooclub

ავტორების აზრით, გველებისა და ობობების შიშს შეიძლება ევოლუციური წარმომავლობა ქონდეს.

ისინი შეიძლება ძალიან საშიშები იყვნენ. მათთან კონტაქტის დროს აუცილებელია საშიშროების ამოცნობა და მათი მოცილება - გაქცევა ან ცხოველის გაუვნებელყოფა, ამიტომ ადამიანების წინაპრებმა ისწავლეს გველებისა და ობობების შიში. შიში ორგანიზმის რესურსების მობილიზებას ახდენს და სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?