ვარდისფერი კალიის გამოცანა მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს
ვარდისფერი კალიის გამოცანა მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს
კალიების უმრავლესობა კამუფლაჟის ოსტატები არიან: საკუთარი შეფერილობის წყალობით, ისინი ფოთლებსა და სხვა ზედაპირს ერწყმიან. თუმცა, არსებობენ ვარდისფერი კალიებიც. როგორ გადაურჩნენ ისინი ველურ ბუნებას, მეცნიერებისთვის უცნობია.

კალიებისთვის დამალვა აუცილებელი არ არის. ისინი არ იყენებენ სოროებს მიწაში ან ხეებზე, ღიად ცხოვრობენ მცენარეებზე, რადგან მათი შეფერილობა მტაცებლებისგან უჩინარს ხდით.
დროდადრო ადმიანები ვარდისფერ კალიებს ამჩნევენ. მათგან უმეტესობა დიდ ბრიტანეთში ბინადრობს. მათი სახეობა მოკლეფრთიანი კალია Chorthippus parallelus-ია.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ ვარდისფერი კალია სუფოლკის საგრაფოში პატარა მდინარესთან ბრიტანელმა ფოტოგრაფმა რიჩარდ ტეილორმა აღმოაჩინა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ვარდისფერი
შეფერილობა გენეტიკური მუტაციის ბრალია. მოკლეფრთიანებისთვის პიგმენტაციის დარღვევაა დამახასიათებელი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წითელი პიგმენტის ზეტმეტი
რაოდენობით ან შავი პიგმენტის ნაკლები რაოდენობით.

Zooclub

ველურ ბუნებაში არც ისე ბევრი ცხოველია ცნობილი კანის “არასწორი” ფერით. ყველა მათგანს დიდ ასაკამდე მიღწევა უჭირს, რადგან მტაცებლები პირველ რიგში მათ ამჩნევენ.

თუმცა, ბრიტანელი მოკლეფრთიანები განსაკუთრებულ პრობლემას არ განიცდიან: საქმე იმაშია, რომ ტეილორი ვარდისფერ კალიებს სხვა წლებშიც შეხვედრია, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი კიდეც იზრდებიან, კიდეც მრავლდებიან და მუტირებულ გენს თავის მომავალ თაობას გადასცემენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?