ცემენტის ქარხანაში ვარდისფერი კნუტები იპოვეს
ცემენტის ქარხანაში ვარდისფერი კნუტები იპოვეს
ამ პატარების ბეწვის ვარდისფერი შეფერილობა არშემდგარ ტრაგედიას გვახსენებს. ოთხი პატარა ძალაგამოცლილი და დასუსტებული კნუტი კორნუოლში (დიდი ბრიტანეთი) მიტოვებული ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს. ერთ-ერთ მუშას სუსტი კნავილი ესმოდა და ცხოველები ბეტონის მასებში დასვრილ-ამოვლებული აღმოაჩინა.

Zooclub

როდესაც ვეტკლინიკის პერსონალმა სცადა პატარებისთვის ცემენტი და ჭუჭყი მოეცილებინა, ხალხი გაოგნდა. კნუტების ბეწვი ღია ვარდისფერი იყო და არაფრით სუფთავდებოდა.

Zooclub

შესახედად კნუტები ერთი თვის იქნებოდნენ. სამი დედალი კატა და ერთი მამალი. ერთ-ერთ კნუტს ბეწვის უჩვეულო ფერის გამო ასეც დაარქვეს – ვარდისფერი პარნტერა. მუშები თვლიან, რომ კნუტების შეფერილობა ცემენტის
შემადგენელი რომელიღაც ნივთიერების რეაქციის გამო გამოვიდა ვარდისფერი. ვარდისფერი პანტერას ფერი ყველაზე ძლიერი იყო. ის სხვა
კნუტების ფონზე უბრალოდ ბრწყინავს.

Zooclub

ცხოველების დასაბანად მუშებმა ბევრი საშუალება გამოიყენეს, მაგრამ ერთადერთი, რისი მიღწევაც შეძლეს, იყო ის, რომ ფერი გახდა ცოტა ბაცი. ახლა ხალხს იმედი აქვს, რომ ასაკთან ერთად ფისოები ბეწვს გამოიცვლიან და პირველადი ფერი დაუბრუნდებათ, რომელიც სავარაუდოდ კრემისფერია.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?