ვეტერინარი ოპერაციის შემდეგ პაციენტებს სიმღერით ამშვიდებს (+ვიდეო)
ვეტერინარი ოპერაციის შემდეგ პაციენტებს სიმღერით ამშვიდებს (+ვიდეო)
დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ მუსიკა ამშვიდებს და ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელების პროცესს. როგორც აღმოჩდა, ეფექტი არა მარტო ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც ვრცელდება. 

ცხოველებზე მუსიკის დადებითი ზემოქმედება კოლორადოს შტატში მდებარე ვეტერინარული კლინიკის ექიმმა როს ჰენდერსონმა დაამტკიცა. ის უკრავს გიტარაზე და სერენადებს უმღერის თავის ოთხფეხა მეგობრებს.

ნიჭიერი ვეტერინარი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვეტ-კლინიკის ოფიციალურ გვერდზე მისი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ჰენდერსონი ნაოპერაციებ ძაღლს ელვის პრესლის სიმღერით ამშვიდებს. პაციენტი, სახელად რუბი, მშვიდად წევს ვეტერინარის ფეხებთან, სანამ ეს უკანასკნელი გიტარის ჰანგებს აჟღერებს.

იხილეთ
ვიდეო


"ზოგჯერ დამატებითი შრომა აუცილებელია, რათა პაციენტმა, რომელიც მთელ დღეს კლინიკაში ატარებს, თავი კომფორტულად იგრძნოს",
- სწორედ ასე ახასიათებენ ახალგაზრდა მამაკაცს კოლეგები.

ვიდეო 180 ათასზე მეტმა ადამიანმა იხილა, ხოლო 3 ათასმა ადამიანმა გააზიარა.

ექიმი როს ჰენდერსონი 28 წლისაა. ის ვეტერინარულ კლინიკაში ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობს. კოლეგების თმით, როსის ძალიან უყვარს ცხოველები, ხშირად უპატრონო ძაღლებსა და კატებს მკურნალობს, რის შემდეგაც მათ დაბინავებაზე ზრუნავს.

ასევე იხილეთ:

ვეტერინარი ოპერაციის დაწყებამდე შეშინებულ ლეკვს სიმღერით ამშვიდებს

ძაღლი თავის პატარა მეგობარს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებს

7 მიზეზი, რატომ არის ვეტერინარის პროფესია მნიშვნელოვანი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?