მაიმუნი დიდხანს აწვალებდა ვეფხვის ბოკვრებს, მაგრამ როცა ხიდან ტოტი მოწყდა, ის მიწაზე აღმოჩნდა...
მაიმუნი დიდხანს აწვალებდა ვეფხვის ბოკვრებს, მაგრამ როცა ხიდან ტოტი მოწყდა, ის მიწაზე აღმოჩნდა...
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე ბინადრობს მაიმუნის სახეობა, რომელიც ცნობილია, გიბონის სახელით. ის ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. ამას მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს აკეთებს. გიბონს აქვს საკმაოდ ძლიერი და გრძელი კიდურები, რომელიც ეხმარება ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე მარტივად გადაადგილებაში.

მაიმუნის ამ სახეობას საოცარი ხასიათი აქვს. მას შეუძლია ხუმრობა და თუ ვინმეს გაბრაზება მოინდომა, შესაძლოა, "მსხვერპლი" ნერვიულ აშლილობამდეც მიიყვანოს. სწორედ ეს გეგმა ჰქონდა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეოს გმირსაც.

იხილეთ ვიდეო


როგორც ამბობენ: "ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება". როგორც ჩანს, ამ გიბონს ძალიან გაუმართლა, რომ მტაცებლების
ნადავლი არ გახდა. მან იმ დრომდე აწვალა ვეფხვის ბოკვრები, სანამ ტოტი მოტყდებოდა და მიწაზე აღმოჩნდებოდა,
თუმცა, საბედნიეროდ, ძუ  ვეფხვი სიახლოვეს არ ჩანდა და მაიმუნმა ხეზე დაბრუნება მოასწრო.

პატარა ვეფხვები კი იმედგაცრუებულნი გაცილდნენ ტერიტორიას.

ასევე იხილეთ:

ამ ძაღლს წარმოდგენა არ აქვს, რა დააშავა

როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?

ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოკონკურსის 20 ფინალისტი ფოტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?