მაიმუნებმა ბავშვი გადაარჩინეს
მაიმუნებმა ბავშვი გადაარჩინეს
არაერთი ფაქტი გაგვიგია იმის შესახებ, რომ ბავშვი გარეულმა ცხოველებმა გაზარდეს. რამდენიმე წლის წინ უგანდის ერთ-ერთ სოფელში ასეთი ფაქტი მოხდა:

ახალგაზრდა ქალი ტყეში შეშის შესაგროვებლად წავიდა. იქ აფრიკული მაიმუნების ხროვას შეხვდა. ამ სახეობის მაიმუნები ყოველთვის გაურბიან ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსად გაქცეულან და ქალმა შეამჩნია, რომ ეს ცხოველები რაღაცას მალავდნენ. ცნობისმოყვარე ქალი მიუახლოვდა მაიმუნებს და გაოცდა, ისინი ბავშვს მალავდნენ. 

ქალი მიხვდა, რომ დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა ბავშვის წართმევას, ამიტომ დაბრუნდა სოფელში, რათა დახმარება ძლიერი მამაკაცებისთვის ეთხოვა.

Zooclub


მაიმუნები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, როდესაც ხალხი ცდილობდა
ბავშვის წართმევას. საბოლოოდ ადამიანებმა შეძლეს ბავშვის წამოყვანა. როდესაც ის დაბანეს და თმა შეჭრეს, სოფლის მცხოვრებლებმა
ამოიცნეს 5 წლის მაიკლ საბუნი, რომელიც 3 წლის ასაკში სოფლიდან გაიქცა, მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა როგორ მოკლა დედა მამამისმა. ამ ფაქტის მერე მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

შესაძლოა ბავშვი დაღუპულიყო, რომ არა მაიმუნები, რომლებმაც ის მიიღეს როგორც ოჯახის წევრი და გაზარდეს. ბიჭი ცხოველებთან ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და იკვებებოდა იმ საკვებით, რასაც მაიმუნები ჭამდნენ. როდესაც ის ადამიანებმა წამოიყვანეს, ლაპარაკი სრულიად დავიწყებული ჰქონდა და მხოლოდ ბგერებს გამოსცემდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?