ჰასკის ლეკვმა თავშესაფარში თავად აირჩია კნუტი და სახლში წაიყვანა
ჰასკის ლეკვმა თავშესაფარში თავად აირჩია კნუტი და სახლში წაიყვანა
ჰასკის ლეკვს ძალიან სჭირდებოდა მეგობარი. მისმა პატრონმა კრისტინამ იცოდა, რომ არ შეიძლებოდა ასე უბრალოდ აერჩია საუკეთესო მეგობარი სხვისთვის, ამიტომ ლეკვი ლაბოკის (ტეხასის შტატი) ცხოველთა თავშესაფარში მეგობრის შესარჩევად წაიყვანა.

“ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში მყოლოდა ძაღლი და კატა, რომლებიც ერთად გაიზრდებოდნენ. ეს თითქოს ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო”, - ამბობს კრისტინა, - "ასევე, მინდოდა, ისინი ერთმანეთში კარგად ყოფილიყვნენ. ამიტომ ჩემი ლეკვი თავშესაფარში წავიყვანე, რათა თავად აერჩია მეგობარი”.

თავშესაფარში ლეკვს 4 კნუტი მიუსვეს, მათგან მხოლოდ ერთმა კნუტკა გამოიჩინა ინტერესი.

კნუტს ვუდჰაუსი დაარქვეს. მან ამ დღეს
არა მხოლოდ სახლი შეიძინა, არამედ - საუკეთესო მეგობარი.

განუყრელი მეგობრების ერთად ყოფნის წელი შესრულდა.

ისინი
ერთმანეთს აბაზანის მიღებაში ეხმარებიან.

ასევე, ერთად სძინავთ დღისით.

“ისინი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს”, - ამბობს კრისტინა.

Zooclub

ისინი დაბადების დღესაც კი ერთად იხდიან.

ისინი მუდამ ერთად არიან.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?