აკაკი რუაძე - ვე­ტე­ქი­მი, რო­მელ­საც ძაღ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს ეუბ­ნე­ბი­ან, რა­საც ფიქ­რო­ბენ
აკაკი რუაძე - ვე­ტე­ქი­მი, რო­მელ­საც ძაღ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს ეუბ­ნე­ბი­ან, რა­საც ფიქ­რო­ბენ
ცხო­ვე­ლე­ბი­სა თუ ფრინ­ვე­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა ძალ­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სია გახ­ლავთ. ადა­მი­ანს უმ­ძი­მე­სი გან­ც­და ეუფ­ლე­ბა, რო­ცა ხე­დავს - მი­სი ოთხ­ფე­ხა ან ფრთო­სა­ნი მე­გო­ბა­რი და­შა­ვე­ბუ­ლია, რა­ღაც უჭირს, მოწყე­ნი­ლია, აღარ ჭამს და ა.შ. ასეთ დროს ვე­ტე­ქი­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ბა­ტო­ნი აკა­კი რუ­ა­ძე 22 წე­ლია, ვე­ტე­ქი­მად მუ­შა­ობს და ფა­უ­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვან წარ­მო­მად­გენ­ლებს დახ­მა­რე­ბას უწევს...

- ვე­ტე­რი­ნა­რო­ბა ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის, რომ მხო­ლოდ ძაღ­ლებს ან თუნ­დაც ძრო­ხებს ვმკურ­ნა­ლობ­დე. პრაქ­ტი­კა გიჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს - ძრო­ხებს უმ­კურ­ნა­ლოს, ძაღ­ლებს, კა­ტებს, ღო­რებს, ცხვრებს თუ ფრინ­ვე­ლებს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს,
ხდე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, თო­რემ ვე­ტე­ქი­მი ფარ­თო პრო­ფი­ლის უნ­და იყოს. მან უნ­და იცო­დეს რო­გორც ში­ნა­უ­რი, ასე­ვე
- გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის, თევ­ზე­ბის, ფუტ­კ­რე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. ინ­ს­ტი­ტუტ­ში ყვე­ლა­ფერს უნ­და ას­წავ­ლიდ­ნენ. შემ­დეგ რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს, სა­მუ­შა­ოდ სად წა­ვა, ეს ვე­ტე­ქი­მის გა­და­საწყ­ვე­ტია.

- ვე­ტე­ქი­მის პრო­ფე­სია რა­ტომ, რო­გორ აირ­ჩი­ეთ?
- მინ­დო­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან ქი­რურ­გო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მი­სა­ღებ გა­მოც­დებს რუ­სეთ­ში ვა­ბა­რებ­დი, რად­გან ჩვენ­თან ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ბა­რე­ბის მხრივ, ძალ­ზე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო - კო­რუფ­ცია ყვა­ო­და. რუ­სეთ­ში 4 წე­ლი ვა­ბა­რებ­დი გა­მოც­დებს და ბო­ლოს მითხ­რეს, - მა­ინც არ მი­გი­ღებთ, გვა­რი შე­იც­ვა­ლე - რუ­სუ­ლი გვა­რი აიღე ან ამ პრო­ფე­სი­ას თა­ვი და­ა­ნე­ბეო. რა თქმა უნ­და, გვა­რის შეც­ვ­ლა­ზე არც მი­ფიქ­რია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი და ვე­ტე­რი­ნა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე იმ იმე­დით ჩა­ვაბ­რე, რომ შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­და­ვი­დო­დი, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და ვე­ტე­ქი­მი გავ­ხ­დი.

- ძი­რი­თა­დად, თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი "ვინ" არი­ან?
- ძაღ­ლი, კა­ტა, თუ­თი­ყუ­შე­ბი, ფარ­შა­ვან­გი, ზღვის გო­ჭი, ზა­ზუ­ნე­ბი, კურ­დღე­ლი... ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბიც მო­უყ­ვა­ნი­ათ: ქო­რი, შე­ვარ­დე­ნი, მი­მი­ნო... ტე­ლე­ფო­ნი­თაც მი­მი­ცია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ან ად­გილ­ზე მივ­სულ­ვარ, რად­გან მა­გა­ლი­თად, ჩემ­თან ძრო­ხას ან ცხენს ვერ მო­იყ­ვა­ნენ - ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამას სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კლი­ნი­კე­ბი სჭირ­დე­ბა.

- ფარ­შა­ვან­გი ახ­სე­ნეთ. ეს პა­ცი­ენ­ტი ზო­ო­პარ­კი­დან გახ­ლ­დათ თუ კერ­ძო პირ­მა მო­გიყ­ვა­ნათ?

- ზო­ო­პარ­კის სხვა­დას­ხ­ვა ცხო­ველ­თა­ნაც მიხ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ლო­მის­თ­ვის, ვეფხ­ვის­თ­ვის, იაგუ­ა­რის­თ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია... ფარ­შა­ვანგს რაც შე­ე­ხე­ბა, ახ­ლა ბევრს ჰყავს შინ. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­რავ­ლე­ბენ და სა­კუ­თარ ეზო­ებ­ში უშ­ვე­ბენ. ზო­გი ყი­დის - ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი... ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ფარ­შა­ვანგს კვერ­ცხი ვერ და­უ­დვია, რად­გან მი­სი კვერ­ცხი საკ­მა­ოდ დი­დია და კვერ­ცხ­სა­ვალ­ში იჭე­დე­ბა. ამი­ტომ გაჭ­რა და მუც­ლის ღრუ­დან კვერ­ცხის ამო­ღე­ბა მოგ­ვიხ­და. ფარ­შა­ვან­გიც გა­დარ­ჩა, კვერ­ცხიც და ფრინ­ველ­მა კვერ­ცხე­ბი კი­დევ და­დო... მა­გა­ლი­თად, გე­დე­ბი, რომ­ლებ­საც პატ­რო­ნე­ბი ტბა­ში უშ­ვე­ბენ, ხან­და­ხან გაფ­რინ­დე­ბი­ან ხოლ­მე. არა­და, არც ისე იაფი ღირს. რომ არ გაფ­რინ­დ­ნენ, მათ­თ­ვის ცალ მხა­რეს, ფრთის წვე­რის მოჭ­რა მიხ­დე­ბა და ვე­ღარ მიფ­რი­ნა­ვენ.
Zooclub
- თქვე­ნი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გაიხსენეთ?..
- ამ ამ­ბავ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან ცუ­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა: ინ­ს­ტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და, მო­ნა­დი­რის ლეკ­ვი მო­მიყ­ვა­ნა, ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბა მო­მი­ლო­ცა და მითხ­რა, - აი, შე­ნი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, კუ­დი უნ­და მო­აჭ­რა­თო. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, პა­ცი­ენტს გა­უტ­კი­ვა­რე­ბა გა­ვუ­კე­თე, მო­ვა­ჭე­რი კუ­დი, და­ვა­დე ნა­კე­რე­ბი და პატ­რონს გა­ვა­ტა­ნე. 2 დღის შემ­დეგ მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და მითხ­რა: - ლეკ­ვი მოკ­ვ­და, რო­გო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ, ლეკ­ვი
რო­გორ მო­კა­ლიო?! ჩე­მი მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ: პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია რო­გო­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ვა­კე­თე და ლეკ­ვი მოკ­ვ­და!.. მერე მე­ო­რე მე­ზო­ბელ­მა მითხ­რა, რომ თურ­მე, იმ ლეკვს ჭი­რი ჰქო­ნია. ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი­სი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი აქვს. ლეკ­ვი ჩემ­თან რომ მო­იყ­ვა­ნეს, და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ იყო, ცხო­ვე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი გახ­ლ­დათ. რო­ცა და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­და, უკ­ვე გვი­ან იყო. ვიდ­რე გა­მა­გე­ბი­ნეს, რომ ჭი­რით და­ი­ღუ­პა, მა­ნამ­დე გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცხოვ­რე­ბა­ში ოპე­რა­ცი­ას აღარ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ცხო­ვე­ლის და­ღუპ­ვის ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი რომ გა­ვი­გე, გულ­ზე ძა­ლი­ან მო­მეშ­ვა.

- ალ­ბათ, ბევ­რი სა­რის­კო ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­გი­კე­თე­ბი­ათ. შე­გიძ­ლი­ათ, ერთ-ერ­თი გა­იხ­სე­ნოთ?
- ასე­თი ბევ­რია. მო­მაკ­ვ­და­ვი ცხო­ვე­ლი მოჰ­ყავთ ხოლ­მე, რო­მელ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ვარ­დ­ნი­ლი აქვს, ორ­გა­ნიზმს უკ­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის არა­ნა­ი­რი უნა­რი აღარ გა­აჩ­ნია. ისე­თი ცხო­ვე­ლი მოჰ­ყავთ, რომ ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, ნარ­კო­ზის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ გვინ­და თუ არა, ოპე­რა­ცია უნ­და გა­კეთ­დეს. აი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შია ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­ცა ოპე­რა­ცი­ას გა­ა­კე­თებ და მო­მაკ­ვ­და­ვი ცხო­ვე­ლი ნელ-ნე­ლა წა­მო­ი­წევს, ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას იწყებს...

- პა­ცი­ენ­ტებს თქვე­ნი ეში­ნი­ათ? ექი­მის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ?

- პა­ცი­ენ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან: ზო­გი ჩემ­თან სი­ხა­რუ­ლით შე­მორ­ბის, შე­მო­მახ­ტე­ბა, კუდს აქეთ-იქით აქ­ნევს, ზო­გი კი ვერ შე­მოჰ­ყავთ - პატ­რო­ნი ჩემ­კენ ეწე­ვა, ცხო­ვე­ლი უკან გარ­ბის.Yყოფილა შემ­თხ­ვე­ვა, მე და ჩე­მი პა­ცი­ენ­ტი ძაღ­ლი ერ­თ­მა­ნეთს ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. ძაღ­ლი მო­სუ­ლა, და­ვუ­სუ­ნი­ვარ, მე­რე პატ­რონს ამო­ფა­რე­ბია და ყე­ფა და­უწყია. ასეთ დროს ყვე­ლა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, რა­საც ჩემ­ზე ფიქ­რობს... ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტი ჩემ­თან შე­მოჰ­ყავთ თუ არა, მა­შინ­ვე კან­კალს იწყებს. რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ხა­სი­ა­თით, ცხო­ვე­ლე­ბიც ასე არი­ან.

- რა უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და ჰქონ­დეს ვე­ტე­ქიმს?
- პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ვე­ლი უნ­და უყ­ვარ­დეს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვე­ტე­ქი­მი ვერ იქ­ნე­ბა; ასე­ვე, უნ­და ჰქონ­დეს პატ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რა და საქ­მე ისე უნ­და წა­იყ­ვა­ნოს, რომ პა­ცი­ენ­ტის პატ­რონს მას­თან მე­ო­რედ მის­ვ­ლის სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ისე­თი ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტ­საც და მის პატ­რონ­საც ძა­ლი­ან უხე­შად ექ­ცე­ვი­ან. ძა­ლი­ან ხში­რად ასეთ ვე­ტე­ქიმ­თან მე­ო­რედ მის­ვ­ლა აღარც უნ­დათ ხოლ­მე...

- გა­ზაფხუ­ლი­დან ხში­რია ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბუ­დი­დან გად­მო­ვარ­დ­ნილ ბარ­ტყებს ვპო­უ­ლობთ. რა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ ბარ­ტყებს?
- ინ­ტერ­ნეტ­ში საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ფორ­მა­ციაა. აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია, რი­თი იკ­ვე­ბე­ბა ბარ­ტყი, რა ჩვე­ვე­ბი აქვს და იმის მი­ხედ­ვით გა­მოვ­კ­ვე­ბოთ; თუ და­შა­ვე­ბუ­ლია, ფრთა ან ფე­ხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, რა თქმა უნ­და, ვე­ტე­რი­ნარს უნ­და მი­მარ­თოთ.

- მომ­ც­რო ზო­მის ფრინ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა?
- პრაქ­ტი­კუ­ლად არ ტარ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ­თი­ყუ­შე­ბი, იადო­ნე­ბი იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი არი­ან, რომ საკ­მა­რი­სია, რამ­დე­ნი­მე წვე­თი სის­ხ­ლი და­კარ­გონ და იღუ­პე­ბი­ან.

- ვე­ტე­ქი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია?

- ვე­ტე­რი­ნარ­თან მი­სულ პატ­რონს თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რაც სა­ჭი­როა. ცო­ტა ხელ­მოკ­ლე კითხუ­ლობს, მკურ­ნა­ლო­ბა რა და­უჯ­დე­ბა, რომ უმარ­ტი­ვე­სი ფორ­მით პა­ცი­ენ­ტი მო­არ­ჩი­ნოს. თუ პატ­რონს მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, ნორ­მა­ლუ­რი ვე­ტე­ქი­მი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარს არ უნ­და ეუბ­ნე­ბო­დეს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მგო­ნი, ცხო­ველს ყვე­ლა ვე­ტე­ქი­მი ეხ­მა­რე­ბა. პატ­რონ­მა უნ­და იცო­დეს, რომ რო­ცა რო­მე­ლი­მე ცხო­ველს აიყ­ვანს, ეს ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ისე­თიც ბევ­რია, ვინც თა­ვად ვერ იკ­ვე­ბე­ბა ნორ­მა­ლუ­რად და საჭ­მელს ძაღ­ლის­თ­ვის, კა­ტის­თ­ვის ყი­დუ­ლობს, თა­ვის შე­მო­სა­ვალს ცხო­ვე­ლის გა­მოსა­კ­ვე­ბად ხარ­ჯავს, თა­ვად კი მში­ე­რი ზის. ჰოდა, ასე­თი პატ­რო­ნი ვე­ტე­ქიმ­თან რომ მი­დის, რა თქმა უნ­და, მას გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. ცხა­დია, ასე­თებს ვეხ­მა­რე­ბით.

- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც შინ ცხო­ვე­ლი, ფრინ­ვე­ლი ჰყავთ ან ახ­ლა აპი­რე­ბენ აყ­ვა­ნას?
- ვურ­ჩევ, და­ფიქ­რ­დ­ნენ, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის აყ­ვა­ნას აპი­რე­ბენ, შინ რო­გო­რი პი­რო­ბე­ბი აქვთ. არის ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მცი­რეწ­ლო­ვან ბავშვს კნუტს მი­უყ­ვა­ნენ ხოლ­მე. ბავ­შ­ვი კნუტს გა­ა­წა­მებს, და­ა­ზი­ა­ნებს, ფსი­ქი­კას გა­უ­ფუ­ჭებს - მის­თ­ვის ეს ცხო­ვე­ლი სა­თა­მა­შოა. არის ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ოჯახ­ში გაზ­რ­დილ ძაღლს ბავ­შ­ვე­ბი არ უყ­ვარს. ის ქუ­ჩა­ში ვერ გაჰ­ყავთ, რად­გან ბავ­შ­ვი რომ გა­იქ­ცე­ვა, შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლ­მა უკ­ბი­ნოს ან დაგ­ლი­ჯოს... ყო­ველ აყ­ვა­ნილ ცხო­ველს ადა­მი­ან­მა გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო უნ­და და­უთ­მოს: მო­უ­ა­როს, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­უ­ტა­როს, გა­ა­სე­ირ­ნოს... ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ძაღლს ვერ აიყ­ვანს. მას კა­ტა ურ­ჩევ­ნია... ასე რომ, წი­ნას­წარ და­ფიქ­რ­დით, ვე­ტე­რი­ნარ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რეთ და ისე­თი ცხო­ვე­ლი შე­არ­ჩი­ეთ, რომ­ლის მოვ­ლა­საც შეძ­ლებთ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

იხილეთ - http://gza.ambebi.ge
fati texuri
ბატონო კაკო ვამაკობ ტქვენიტ სრულიად ცხოველტა მოკვარულები გმერტი იკოს ტქვენი მფარველი
მარიამ რუაძე
მეამაყებით ბატონო კაკო,დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას გისურვებთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?