error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/551a7352eedbb6b69d0bc2db08a2fe6b.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რა შეიძლება გიამბოს ცხოველმა საკუთარი მფლობელის შესახებ?
რა შეიძლება გიამბოს ცხოველმა საკუთარი მფლობელის შესახებ?
არიან ადამიანები, რომლებიც შინაური ბინადრებიდან უპირატესობას ძაღლებს ანიჭებენ, არიან ისეთებიც, რომლებსაც კატები ურჩევნიათ, ხოლო ზოგიერთები თევზების, ფრინველებისა და რეპტილიების მოყვარულები არიან. აღმოჩნდა, რომ ადამიანის შესახებ შეგვიძლია ბევრი რამ გავიგოთ, მთავარია, ვიცოდეთ, რომელი შინაური ცხოველი ჰყავს სახლში.

ძაღლების მოყვარული

Zooclub

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით,  ძაღლების მოყვარული ადამიანი ექტრავერტია. ის გულღია და თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა გაშემომყოფთა მიმართ. კვლევის ავტორი, სემ გოსლინგი, მივიდა დასკვნამდე, რომ ძაღლის მფლობელი ის ადამიანია, ვის გარემოცვაში ყოფნაც არასოდეს მოგბეზრდება. ის შედარებით მხიარული პიროვნებაა, ვიდრე კატის ან სხვა შინაური ბინადრის
მფლობელი.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლის მოყვარულები ხდებიან ის ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ყოველდღიური კომპანიონი და
რომლებიც მარტივად პოულობენ ადამიანებთან საერთო ენას.

ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში დიდი ზომის ძაღლებს ირჩევენ ენერგიული, მეგობრული და კომუნიკაბელური პიროვნებები. პატარა ზომის ძაღლები მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სახლში.

რაც შეეხება კარიერას, ხშირ შემთხვევაში, ძაღლის მფლობელები მაღალ თანამდებობებს იკავებენ ან ყოველთვის ცდილობენ წინსვლას.

ორეგონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის მფლობელები მეტად სამართლიანი და მორწმუნე ადამიანები არიან.

ფისომოყვარულები

Zooclub

რაც შეეხება კატების მოყვარულ ადამიანს, ტეხასის უნივესიტეტის სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლების მოყვარულ ადამიანთან შედარებით, ფისომოყვარული მეტად შემოქმედი პერსონაა, ამასთანავე, მიდრეკილია ავანტურისა და რისკისკენ. კატების მოყვარული ადამიანი შეიძლება იყოს ემოციური და ნერვიული პიროვნებაც, თუმცა - სანდო და მგრძნობიარე.

ისინი კარგი მსმენელები არიან, ამიტომაც მათ ბევრი მეგობარი ჰყავთ.

ფისომოყვარული შინაგანად მარტოსული პიროვნებაა. ის სინდისიერი თანამშომელია და ხშირ შემთხვევაში - თავისი სამსახურით კმაყოფილი.

რეპტილიების მოყვარული

Zooclub

ის ადამიანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს გველის, კუს, ხვლიკის ან სხვა ქვეწარმავლის ყოლას, მკვლევარების აზრით, გამოირჩევიან დამოუკიდებლობითა და თავისუფლების სიყვარულით. კატებისა და ძაღლების მოყვარულები ყოველთვის ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ რეპტილიების მფლობელებს ეს არ სჭირდებათ.

მათ არ აქვთ იუმორის გრძნობა და მათ არ მოსწონთ მონოტონური, რუტინული სამუშაო. 1980 წელს ამერიკაში ჩატარდა კვლევა, რომლის ავტორებიც იყვნენ ფსიქოლოგები ალინა და რობერტ კიდი. კვლევის საფუძველზე, მათ გამოიტანეს დასკვნა - გველის მფლობელებს მოსწონთ, როცა სხვა ადამიანებისგან გამორჩეულნი არიან, ხოლო კუს მფლობელები მშრომელი ადამიანები არიან, ამასთანავე,  ისინი ძალიან აქტიურები და მობილიზირებულნი არიან.

ფრინველების მოყვარულები

Zooclub

ისინი საერთოდ არ გვანან ძაღლებისა და კატების მოყვარულებს. ეს ადამიანები ძალიან კომუნიკაბელურები და გახსნილები არიან უცხო ადამიანების მიმართ. ფრინველის მოყვარული ადამიანები მოურიდებლად გამოხატავენ ემოციებსა და გრძნობებს.

ქალებს, რომლებიც შინაურ ბინადრად ფრინველს ირჩევენ, მოსწონთ დომინირება, როგორც სახლში, ასევე საზოგადოებაში. ინტერნეტ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრინველების მფლობელების უმეტესობა კმაყოფილია საკუთარი სამსახურით. 

ცხენების მოყვარული

Zooclub

ცხენების მოყვარულებს ახასიათებთ სიჯიუტე და ზედმიწევნითი თვითშეფასება. ისინი ყოველთვის აკონტროლებენ თავიანთ შინაგან განწყობას. სწორედ ეს დასკვნა გამოიტანეს კვლევების დროს ფსიქოლოგებმა- ალინა და რობერტ კიდმა (აშშ). ამასთანავე, ცხენების მფლობელები ზედმეტად გულგრილები არიან სხვა ადამიანების მიმართ.

მამაკაცებს, რომლებსაც ჰყავთ ცხენი, დომინანტი პიროვნებები არიან და ცოტა აგრესიულებიც კი, ხოლო ქალებს აქვთ საოცარი უნარი მარტივად აყვნენ ცხოვრების რითმს.

თევზების მოყვარულები

Zooclub

იმ ადამიანებს, რომლებსაც სახლში თევზები ჰყავთ, გარშემომყოფები აფასებენ, როგორც ყველაზე სასიამოვნო და მიმზიდველ პიროვნებებად. სწორედ ეს დასკვნა გააკეთეს კვლევის შედეგად, ორეგონის უნივერსიტეტში.

თევზების მფლობელები ოპტიმისტი და იმედით სავსე ადამიანები არიან, თუმცა, საკმაოდ გულჩათხრობილებიც. მატერიალური ღირებულებები მათთვის მთავარი არ არის.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებიან

ძაღლები ადამიანის ნეგატიურ განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ

ცხენებს ადამიანის ემოციების ესმით

ma
ჩემს ეზოში წლებია ბინადრობს 2 ზღარბი. გასულ ზაფხულს მხოლოდ ცალს ვხედავდი ორივე ერთად არ დამინახავს,მინდვრიანი ეზო გვაქვს და ყოველ ზაფხულს არიან, მერე იმალებიან სახლის ქვეშ აქვთ სამალავი))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?