ძაღლები ადამიანის ნეგატიურ განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ
ძაღლები ადამიანის ნეგატიურ განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ
ცხოველები ეხმარებიან ადამიანს დამღლელი საქმის შემდეგ, მოიხსნან დაძაბულობა და განთავისუფლდნენ სტრესისგან. The New Zealand Herald-ის სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ რომელი შინაური ცხოველი არის იდეალური სტრესის შესამსუბუქებლად. მათ ძაღლებისა და კატების დახმარებით მოაწყვეს ექსპერიმენტი. 

მოხალისეები გაანაწილეს 3 ჯგუფად. მათი წნევა და გულის ცემის სიხშირე რამდენიმე წუთის ინტერვალით მოწმდებოდა. პირველ ჯგუფს მიუყვანეს ლეკვი, მეორეს - კნუტი, ხოლო მესამე ჯგუფი ცხოველების გარეშე იყო კონტროლირებადი მკვლევარების მიერ. ყველა მოხალისეს დაევალა ემღერა ჟიურის სამი წევრის წინაშე, რამაც გამოიწვია ძლიერი სტრესი.

როგორც მოსალოდნელი იყო
ცხოველის გარეშე
მყოფ ჯგუფის წევრებს გულის ცემა 14%-ით, ხოლო წნევა 9%-ით მოემატათ. რაც შეეხებათ ცხოველებთან მყოფ ჯგუფის წევრებს - 7%-ით. ექსპერიმენტი ცხოველებთან თამაშით გაგრძელდა. ამ  დროს ლეკვთან მოთამაშე მონაწილეების წნევა ეცემოდა 6%-ით, ხოლო კნუტთან მოთამაშეების - 2,2%-თი.

ამ ექსპერიმენტიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ძაღლთან ურთიერთობა უფრო სასარგებლო აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ:

კატებს ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ

შინაურ ბინადარზე ზრუნვა სისხლში გლუკოზის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს

შინაურ ბინადრებთან კონტაქტის დროს ბავშვის იმუნიტეტი ძლიერდება და ალერგიული ფონი სუსტდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?