როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ შინაური ცხოველის სიკვდილით გამოწვეული სტრესი შეუმსუბუქდეს?
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ შინაური ცხოველის სიკვდილით გამოწვეული სტრესი შეუმსუბუქდეს?
ოთხფეხა მეგობრის სიკვდილს ყოველთვის მოჰყვება სულიერი ტკივილი და სტრესი. გარდაუვალი ევთანაზია, უეცარი დაღუპვა ან ტრავმისგან გამოწვეული სიკვდილი, უარყოფით ემოციებთან ასოცირდება და ეს შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგყვეთ. როდესაც საქმე ეხება ბავშვის ემოციას, ამ შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული მიდგომა, რათა მას დავეხმაროთ შეიცნოს ის, რაც მოხდა და გაუმკლავდეს სულიერ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია მისი შინაური ბინადრის დაღუპვით.

ევთანაზია

ევთანაზია - ინექციის საშუალებით სიკვდილი იმ დროს, როცა ცხოველს განუკურნებელი სენი სჭირს. ძალიან რთულია აუხსნათ ბავშვს, როდესაც იგივე საფრთხე მის ოთხფეხა მეგობარს ელის, განსაკუთრებით საფრთხილოა 5
წლამდე ასაკის ბავშვების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამ პრობლემის წინაშე დადგა, მშობელმა
აუცილებლად უნდა აუხსნას ბავშვს სიტუაცია. პატარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შინაური ბინადარი ევთანაზიის შემდეგ აღარ გაიღვიძებს და აღარ დაბრუნდება სახლში. 5 წლის ზევით ბავშვს უნდა განუმარტოთ, ძაღლის ან კატის სამუდამო დაძინების მიზეზი, ის უნდა დაარწმუნოთ, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია და ეს ყველაზე ჰუმანური გზაა, რათა ცხოველი ტანჯვით არ მოკვდეს.

როდესაც თქვენი შინაური ბინადარი განუკურნებელი სენით არის დაავადებული, მოსიყვარულე პატრონი სტრესს განიცდის - ამ დროს ცხოველი ორმაგად იტანჯება. შესაძლოა, თქვენთვის რთული იყოს ბოლო წუთებში მის გვერდით ყოფნა, თუმცა, ეს აუცილებელია, რათა ის გაამხნევოთ და თქვენი გვერდით დგომა იგრძნოს. შინაური ცხოველი ძალიან განიცდის, როდესაც მისი პატრონი სტრესულ სიტუაციაშია.

ოთხფეხა მეგობრის უეცარი სიკვდილი

როცა ძაღლი ან კატა მოულოდნელად დაიღუპება, აუცილებელია ბავშვს აუხსნათ, რომ მან არ განიცადა ტკივილი. ამ დროს შესაძლოა პატარამ შოკი მიიღოს და სტრესი დიდ ხანს გაჰყვეს.

როგორ მივხვდეთ შინაური ბინადრისგან გამოწვეულ ბავშვის დარდსა და ნერვიულობას?

ბავშვებს ბევრად რთულად გადააქვთ საყვარელი ოთხფეხა მეგობრის დაღუპვა, ვიდრე უფროსებს. ამ სიტუაციაში მცირე ხნიანი დეპრესია ნორმალურია, მაგრამ თუ დეპრესია დიდი დროის განმავლობაში გაგრძელდა ან პატარამ გამოავლინა მისთვის უჩვეულო საქციელი, აუცილებელია, მშობელმა მიმართოს სპეციალისტს.

ხანგრძლივი დეპრესიის ნიშნებში:

ბავშვი კარგავს ინტერესს მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი სათამაშოების მიმართ;

შესაძლოა, ძილის პერიოდში შარდის შეუკავებლობა დაეწყოს;

მარტოობის პანიკური შიში;

გამუდმებული ფიქრი სიკვდილზე;

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ბავშვი მეგობრულად გაამხნევოთ. მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა წარმართოთ მასთან საუბარი.

შინაური ცხოველის დაღუპვის შემდეგ

ბავშვის სტრესის მოსახსნელად, სასურველია, მას შესთავაზოთ დახატოს ისეთი ნახატი, რომელსაც მიუძღვნის გარდაცვლილ ოთხფეხა მეგობარს. არ ღირს რამდენიმე დღეში სხვა ძაღლის ან კატის აყვანა, აუცილებელია იცოდეთ თქვენი შვილის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

როცა პატარას გაახსენდება თავისი დაღუპული ცხოველი, ნუ მოახდენთ იგნორირებას. არ უთხრათ მას, რომ ის მხოლოდ ძაღლი (კატა) იყო და სხვა ცხოველს მოიყვანთ სახლში. ამ დროს აუცილებელია, კარგად მოუსმინოთ თქვენი ოჯახის პატარა წევრს და გაიზიაროთ მისი დარდი. ზოგჯერ ბავშვი ქმნის წარმოსახვით მეგობარს, ვისთანაც საუბრობს და უზიარებს რეალურ ემოციებს. მისი ვირტუალური მეგობარი, შესაძლოა, დაღუპული ძაღლი ან კატა იყოს.

ასევე იხილეთ:

როგორ ვუშველოთ ტკივილს, რომელიც ჩვენი ბინადარის დაღუპვით მოდის

ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან

შინაური ცხოველის დაღუპვა ადამიანისთვის იგივეა, რაც ახლო ნათესავის სიკვდილი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?