error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/292a7f05c91723a459ff465af6704d1f.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
შინაური ცხოველის დაღუპვა ადამიანისთვის იგივეა, რაც ახლო ნათესავის სიკვდილი
შინაური ცხოველის დაღუპვა ადამიანისთვის იგივეა, რაც ახლო ნათესავის სიკვდილი
"საყვარელი შინაური ბინადრის დაკარგვა ადამიანისთვის იგივე სტრესია, როგორც ახლო ნათესავის სიკვდილი,"- ეს დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა მკვლევრებმა.

ეს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Journal of Mental Health Counseling"-ში. კატებიც და ძაღლებიც  ხდებიან პატრონის უახლოესი და ერთგული არსებები. მათ ყოველდღიური შეხება აქვთ თავისი ოჯახის წევრებთან. სიყვარულთან ერთად პატრონი მათ ეჩვევა და მათი სიკვდილი დიდ სტრესს იწვევს მფლობელთათვის.

კვლევის ავტორის თქმით, პატრონსა და მის ცხოველს შორის განსაკუთრებული კავშირი მყარდება, ამიტომ ადამიანების უმეტესობას დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ გაანალიზოს და გადალახოს ბინადრის დაღუპვა. 

Zooclub

"ძაღლი, კატა და
სხვა ცხოველები გვიღებენ ისეთებს, როგორებიც ვართ სინამდვილეში. ისინი ჩვენს გვერდით არიან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, იმ
დროსაც კი, როდესაც ვერ ვიღებთ ახლობლებისა და მეგობრებისგან გვერდში დგომას, ამიტომ მათთან ჩვენი ემოციური კავშირი ძლიერდება."- ამბობს კატების თავშესაფრის მოხალისე ვიკი ოუქრემანი.

კიდევ ერთ თავშესაფრის მოხალისე ოზი ადამსს იმდენად უყვარდა თავისი კატა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ხელზე გაიკეთა სვირინგი თავისი კატის გამოსახულებით.

"როდესაც ჩემი კატა მოკვდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ვიპოვე ძველი ფოტო, როცა ჩემი კატა ჯერ კიდევ კნუტი იყო და სურათის მიხედვით ტატუ გავიკეთე."- ამბობს ოზი.

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბინადრის დაკარგვით გამოწვეულ განცდას მალავენ, რცხვენიათ აჩვენონ სხვებს, რამდენად განიცდიან, თუმცა, ამ ადამიანებს ექსპერტები ურჩევენ, რომ არ შეინიღბონ და ბოლომდე გამოავლინონ ეს ემოცია.

"თუ შევხვდები ისეთ ადამიანს, რომელსაც დაეღუპა შინაური ცხოველი და განიცდის, მას ისევე დავამშვიდებ, როგორც ნათესავის დაღუპვის შემთხვევაში მოვიქცევი."- ამბობს ოზი.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 თხოვნა ახალ პატრონს

კატისთვის ძილი აუცილებელია

როგორ ვაჩვენოთ ჩვენი სითბო და სიყვარული ძაღლს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?