როგორ ვუშველოთ ტკივილს, რომელიც ჩვენი ბინადარის დაღუპვით მოდის
როგორ ვუშველოთ ტკივილს, რომელიც ჩვენი ბინადარის დაღუპვით მოდის
რატომ აეწყო ასე, რომ ძაღლების შესახებ ლიტერატურულ ნაწარმოებებში საყვარელი ოთხფეხა არსების სიკვდილის შესახებ არაფერია . შეიძლება ეს უკეთესიცაა, რა საჭიროა სულის გატანჯვა, ოდესმე ხომ ეს აუცილებლად მოხდება, სჯობს არ ვიფიქროთ და აწმყოთი ბედნიერად ვიცხოვროთ.

როგორი გასაკვირი იყო, რომ როდესაც გავეცანი ინგლისურ კინოლოგიურ ჟურნალებს, გადავხედეთ მათ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცემულ ნომრებს, შევამჩნიე ერთი კანონზომიერება. ყოველ ნომერში ყოველთვის იყო ნეკროლოგის რუბრიკა, სადაც თავსდებოდა დაღუპული ძაღლის სურათი და სიტყვები, რაც უნდოდათ ეთქვათ მისთვის პატრონებს, ასევე ძალიან ხშირად მხვდებოდა რუბრიკა დასახელებით "მეგობრის დაკარგვა", სადაც
სხვადასხვა ავტორი (ვეტერინარები, ფსიქოთერაპევტები, ქცევის სპეციალისტები...) გვიზიარებდნენ პირად გამოცდილებას, აძლევდნენ ძაღლის პატრონებს რჩევას (მაგალითად, რა
უნდა გავაკეთოთ, თუ დაღუპული ძაღლი ძალიან ენატრება მის მეგობარს) და თითქოს გამოჩნდა, რომ შესაძლოა, დაკარგვის სიჩუმეში გადატანა არაა ყველაზე კარგი გზა და ცხოველის მოყვარულები თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებენ როდესაც იღუპება მათი ძაღლი. აი, რას წერენ ამის შესახებ ინგლისელი კინოლოგები:


გარდაცვალებას ყოველთვის ახლავს დარდი და ტკივილი

ყველა ძაღლის მოყვარულის სულში, როდესაც ეღუპებათ საყვარელ ძაღლი დიდი ხნით მძიმე სიცარიელე ისადგურებს. რჩება სინანული იმისა, რომ ბევრი რამის გაკეთება სხვანაირად შეიძლებოდა, რომ მეტი ყურადღების დათმობა და სიყვარული იყო საჭირო. რატომღაც გახსენდებათ, ერთხელ როგორ გააბრუნეთ თავის ადგილას, როდესაც მან სათამაშოდ თავისი ბურთი მოგიტანათ... ან ის უქმე დღე, როდესაც თქვენ არ წახვედით მასთან ერთად იმ დიდ გასეირნებაში, რომელსაც ამდენი ხანი აპირებდით – მოულოდნელად აუცილებელ საქმეზე წასვლამ მოგიწიათ, მან კი ისეთი მზერა დაგადევნათ... თავში არეული ფიქრებია "რა იქნებოდა რომ"... "მეტი შემეძლო გამეკეთებინა"... ეს ასევე ჩვენი დარდის ნაწილია და ყველა ძაღლების მოყვარულმა იცის, რომ ამას მხოლოდ დრო უშველის.

ხან ხდება, რომ საყვარელი ძაღლის დაკარგვის მერე ადამიანები მხოლოდ მისი ხსოვნის ერთგულები რჩებიან და გადაწყვეტენ, რომ მათ სახლში აღარასოდეს შემოვა პატარა საყვარელი ლეკვი. ძნელია გააკეთო არჩევანი სურვილისა გიყვარდეს სახე, კუდი და ოთხი ფეხი და პირველი მეგობრის სიყვარულს შორის. კიდევ იქნება გულისტკენა და ტკივილი, – რადგან ადამიანები ხომ ძაღლებზე დიდხანს ცხოვრობენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება გელით, თუ თქვენ კვლავ აჩუქებთ თქვენს გულს დიდთათება აბნეულ ლეკვს. ძაღლების ქცევის შესანიშნავი მცოდნე, ეტოლოგი კონრად ლორენცი თავის წიგნში "ადამიანი პოულობს მეგობარს" ამის შესახებ წერდა: "ადამიანის სიცოცხლეში ყველა სიხარულის ფასი დარდია... და მე ვთვლი გვამად მას, ვინც უარს ამბობს რამდენიმე უწყინარ და მათი შეხედულებით უხინჯო სიამოვნებებისგან, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, მხოლოდ შიშის გამო, რაც ადრე თუ გვიან ბედისგან მოეკითხებათ"... თუ ძაღლის დაკარგვით თქვენ მაშინვე აიყვანთ დაღუპული მეგობრის ჯიშის ძაღლს, მაშინ ცხოვრების ნორმალური დინების შემთხვევაში მალე დარწმუნდებით, რომ ის თქვენს გულში და სიცოცხლეში იმ სიცარიელეს შეავსებს, რომელიც იქ თქვენი ძველი ოთხფეხა მეგობრის დაღუპვის გამო გაჩნდა.


როდესაც ჩვენ ვკარგავთ ძაღლს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს საერთო მომავალს


ის უკვე არასოდეს მოირბენს დილით გასაღვიძებლად, არ მოგადებთ სველ ცხვირს და არ აგილოკავთ სახეს. აღარასოდეს ისეირნებთ ერთად ასე ძალიან რომ გიყვარდათ... მეგობრის სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცხოვრობს როგორც ნისლში და ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად და ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად ინგლისელი ფსიქოლოგები გვირჩევენ:

არ შეიკაოთ თქვენი გრძნობები ახლობელი ადამიანების თანდასწრებით, მიეცით თავს საშუალება ამოთქვათ.

ყველა ადამიანისთვის დანაკარგის გამოცდილება განსხვავებულია. თქვენი შვილი შეიძლება თამაშობდეს მეგობრებთან მაშინ, როდესაც თქვენ აღარაფერი გახარებთ ცხოვრებაში. უბრალოდ თქვენ სხვადასხვანაირად გრძნობთ.

ზოგ ადამიანს შეუძლია უნებურად ტკივილი მოგაყენოთ, როდესაც უნდათ განუგეშონ: ეს ხომ მხოლოდ ძაღლია.

ხშირად ადამიანი სამსახურს აყოლებს გულს. შეიძლება ეს ძალიან შველის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენი ახლობლები, მათაც სტკივათ ისევე, როგორც თქვენ და არ გაერიდოთ მათ თქვენს სიმარტოვეში.

როდესაც ოჯახში რამდენიმე ძაღლი ცხოვრობს, განსაკუთრებით თუ ისინი მეგობრობენ ერთმანეთში, მაშინ დგება კიდევ ერთი პრობლემა: არცთუ იშვიათად ცხოველს დიდი მონატრება ეწვევა, როდესაც მოულოდნელად ქრება მისი მეგობარი.

სეირნობისას ძაღლი შეიძლება ეცადოს გაეკიდოს შორს გაკვრით დანახულ თავისი მეგობრის მსგავს ძაღლს, მას ხომ არ აუხსნეს, რომ ეს არაა თქვენი ერთგული ჯეკი. ამას ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად უკვე გამოცდილი ხერხი შველის – აიყვანეთ იგივე ჯიშის ძაღლი. თუ თქვენი ძაღლი მიჩვეულია სხვა ძაღლთან ერთად ცხოვრებას და ისინი წყვილად წარმოადგენდნენ ძაღლების პატარა ხროვას, მაშინ მარტო დარჩენის შემთხვევაში ის სიმარტოვით დაიტანჯება. ახალმოყვანილ ლეკვს კი ის აუცილებლად მიხედავს, მოუფრთხილდება და თავისი წესებით აღზრდის.

მხოლოდ მაშინ, როდესაც კართან გაუჩერებელი კუდის ქიცინით და მხიარული წკმუტუნით თქვენი კბილებიანი და ბრჭყალებიანი ოთხფეხა მეგობარი შეგხვდებათ, თქვენ კვლავ იქნებით ბედნიერი.



babi
აუუუ ნუ დებთ რა ასეთ სტატიებს, დამაწყდა ნერვები, დავოსდი ტირილით, და საერთOდ გაგონებაც არ მინდა რომ ოდესმე ჩEმი ლეკვი ჩEმთAნ აღAრ იქნება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?