ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო შინაური ცხოველები
ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო შინაური ცხოველები
ბევრ ჩვენგანს შინაური ცხოველის ხსენებისას საყვარელი კატები და ერთგული ძაღლები გვახსენდება. მაგრამ ზოგ ადამიანს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საყვარელი ცხოველი საკუთარი აზრი გააჩნია. განსაკუთრებით ეს იმ ცნობილ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც განსაკუთრებულები არიან არა მხოლოდ განსხვავებული გარეგნობით, არამედ შინაური ცხოველების არჩევანითაც.


რიზ უიზერსპუნი - ვირები
ცოტამ თუ იცის, რომ რიზ უიზერსპუნის უსაყვარლესი შინაური ცხოველებია მინიატურული ვირები, სახელად ხონკი და ტონკი. ეს უსაყვარლესი და მშვიდი ცხოველები სხვა ცხოველებთან ერთად ლოს-ანჯელესში, მსახიობის მამულში ცხოვრობენ.

Zooclub


სტივენ ტაილერი - ენოტი
ეს ახლაა ჯგუფ Aerosmith-ის
წევრის, სტივენ ტაილერის ცხოვრებაში ნარკოტიკები, სექსი და როკენროლი, ოდესღაც კი მას მოშინაურებული ენოტი ჰყავდა. ბევრ
ადამიანს ეშინია ამ ცხოველის და ძალიანაც ცდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ცელქები არიან, ამავდროულად მათ ახასიათებთ დიდი სითბო და პატრონზე მიჩვევა. დევიდ რელერმან ტაილერმა ერთ-ერთ შოუში აღიარა, რომ მას ჰყავს მოშინაურებული ენოტი და მასთან ერთად სათევზაოდ დადის. მგზავრობის დროს ენოტი მის მხარზე ზის.

Zooclub


სლეში - გველები

პოპულარულ გიტარისტს და ამერიკული ჯგუფის Guns N’ Roses-ს წევრს უზომოდ უყვარს ქვეწარმავლები. ოდესღაც მის სახლში 80 გველი ცხოვრობდა, მათგან რამოდენიმესთან ერთად გიტარისტს მუსიკალურ ვიდეოკლიპებში იღებდნენ. ამასთან, სლეში არა მხოლოდ იძენს ქვეწარმავლებს, არამედ სერიოზულად არის დაინტერესებული მათით და იცის მათ შესახებ ყველაფერი. 2011 წელს სლეშმა ტომ მანკევიჩის პრემიაც კი მიიღო გარეული ცხოველების დამცველ პროგრამებში მონაწილეობის მიღებისთვის.

Zooclub


ლეონარდო დი კაპრიო - კუ
ამ ნიჭიერი მსახიობის ოთხფეხა მეგობარია კუ, რომელიც მან 2010 წელს ჩრდილოამერიკული რეპტილიების გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. იმ დროს კუს წონა 17 კილოგრამი იყო, დროთა განმავლობაში მან შეიძლება წონით 90 კილოსაც გადააჭარბოს.

Zooclub


ოდრი ჰეპბერნი - შველი

ლეგენდარული მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის საუკეთესო მეგობარი იყო შველი. ეს ცხოველი ოდრის ცხორებაში ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს გაჩნდა, სადაც მთავარ გმირს ყველგან დაყვებოდა. იმისთვის, რომ ცხოველი უკეთ გაეცნო, მსახიობმა ის სახლში მიიყვანა და შემდეგ იმდენად შეეჩვია, რომ აღარასოდეს დაშორებია.

Zooclub


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?