ცნობილი ადამიანების აზრები ცხოველების შესახებ (ნაწილი I)
ცნობილი ადამიანების აზრები ცხოველების შესახებ (ნაწილი I)
ადამიანები და ცხოველთა სამყარო - ერთია და განუყოფელი. ამიტომ ადამიანები ყოველთვის აფასებდნენ და მსჯელობდნენ ცხოველების როლზე ადამიანების ცხოვრებაში. ასევე, მათ მიმართ დამოკიდებულებით განსაზღვრავდნენ საზოგადოების განვითარებას.

პითაგორი
570-470 ძვ. წ.

მანამდე, სანამ ადამიანები ცხოველების დაჭრით იქნებიან დაკავებულნი, ისინი ერთმანეთს დახოცავენ.

მკაცრად დასაჯე შენი შვილი, რომელმაც მწერი მოკლა. აქედან იწყება ადამიანების მკვლელობა.


ბუდდა შაკიამუნი (სიდხატხა გაუტამა)
563-483 ძვ.წ.

დაე, ყველაფერი, რასაც სიცოცხლე გააჩნია, ტანჯვისგან განთავისუფლდეს.

არა იმიტომ დგას ადამიანი სხვა არსებებზე მაღლა, რომ უგულოდ აწამებს მათ, არამედ იმიტომ, რომ ის
ყოველ ცოცხალს უთანაგრძნობს.

ყოველ ცოცხალს ეშინია ტანჯვის, ყოველ ცოცხალს ეშინია სიკვდილის; შეიცანით საკუთარი თავი არა მხოლოდ ადამიანში, არამედ ყოველ ცოცხალ არსებაში, არ მოკლათ ისინი და არ მიაყენოთ ტანჯვა და სიკვდილი. ყოველ ცოცხალს უნდა იგივე, რაც - შენ; მაშ, გაუგე საკუთარ თავს ყველა ცოცხალ არსებაში.


პორფირიოსი
დაახლოებით 233-დან 305 წ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი


ის, ვინც ცხოველებს ზიანს არ მიაყენებს, ბევრად ფრთხილი იქნება ადამიანის მიმართ ისევე, როგორც ის, ვისაც თავისი ძმობილი უყვარს, არ სძულს ცოცხალი არსებები.


ჰორაციუსი
65-8 ძვ. წ. ძველი რომაელი პოეტი

მოიქეცი ვაჟკაცურად და შეიქენი ბრძენი! შეწყვიტე ცხოველების ხოცვა! ის, ვინც სამართლიანობას სამომავლოდ გადადებს, არ განსხვავდება გლეხისგან, რომელსაც იმედი აქვს, რომ წყალი მანამ დაშრება, სანამ ის მეორე ნაპირას გადავა.


პლუტარქე
45-127 წ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ბიოგრაფი


ღმერთებსა და ცხოველებს ბევრად სრულყოფილი გრძნობები გააჩნიათ, ვიდრე ადამიანებს.


ლეონარდო და ვინჩი.
1452-1519
იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე, არქიტექტორი, ინჟინერ-გამომგონებელი, მეცნიერი


ჭეშმარიტად, ადამიანი ცხოველთა მეფეა, რადგან კიდევ რომელი ცხოველი შეედრება მას სისასტიკეში. ჩვენ სხვისი სიკვდილის ხარჯზე ვცხოვრობთ: ჩვენ მოსიარულე სასაფლაოები ვართ!


მიშელ დე მონტენი
1533-1592
ფრანგი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი


არასოდეს შემეძლო, გულის კანკალის გარეშე მეყურებინა იმ უმანკო და დაუცველი ცხოველებისათვის, რომლებიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ, უმოწყალოდ იდევნებიან და ნადგურდებიან ადამიანების მიერ.

აი, ჭეშმარიტი მწვერვალი, რასაც შეიძლება, სისასტიკემ მიაღწიოს: "Ut homo hominen non iratus, non timens, tantum spectaturus, occidat." როდესაც ადამიანი არც განრისხების, არც შიშის მიზეზით კლავდეს სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ დატკბეს.

ყოველთვის მიმძიმდა მეყურებინა, თუ როგორ სდევნიან და კლავენ უდანაშაულო ცხოველს, დაუცველს, რომელიც არანაირ ზიანს გვაყენებს. საშინელება იყო ჩემთვის შველზე ნადირობის ყურება. ეს სანახაობა ყოველთვის აუტანელი იყო.

არასოდეს მყოლია დაჭერილი ცხოველი და მათ ყოველთვის ვათავისუფლებ. პითაგორი მეთევზეებისგან თევზს ყიდულობდა, მეფრინველეებისგან კი - ფრინველებს, რომ იგივე გაეკეთებინა.

სისხლისმსმელი გადახრები ცხოველების მიმართ ადამიანის ბუნებით სისასტიკეზე მეტყველებს.

მას მერე, რაც რომში ცხოველების ხოცვის სანახაობას მიეჩვივნენ, გადავიდნენ ბრალდებულებისა და გლადიატორების მკვლელობის სანახაობებზე. მეშინია ამის თქმა, მაგრამ მეჩვენება, თითქოს თავად ბუნება გვაძლევს ჩვენ რაღაც უადამიანობის ინსტინქტით. არავის ართობს ის, როდესაც ცხოველები ერთმანეთს ეფერებიან ან თამაშობენ, და ამასთან, არავინ გამოტოვებს შემთხვევას, რომ არ უყურონ ცხოველების ჩხუბს.

იმისთვის, რომ არ დასცინონ ჩემს ცხოველებისადმი თანაგრძნობას, შევახსენებ, რომ რელიგია მათ მიმართ თანაგრძნობას გვაკისრებს, რადგან ჩვენ ყველა ერთსა და იმავე მეუფემ ერთსა და იმავე სამყაროში დაგვასახლა იმისათვის, რომ მას ვემსახუროთ. მაშასადამე, ისინი, როგორც ჩვენ, მისი ქმნილების არსია. პითაგორმა მეტემპსიხოზის იდეა ეგვიპტელებისგან ისესხა, თუმცა, მას მერე ის მრავალი ერის მიერ იქნა ათვისებული, კერძოდ - დრუიდების მიერ.

"Morte carent animae; semperque priore relicta. Sede, novis domibus vivunt, habitantque receptae." სულები არ კვდებიან, მაგრამ ძველი ადგილების დატოვების შემდეგ ახალ სავანეში ჩასახლებულები მარად ცხოვრობენ.
manana-sh
ძალიან დიდი მადლობა სტსტიის ავტორს. ნეტავ ყველას შეგვეძლოს ამ სიბძნეში ჩაწვდომა, მაშინ აღარ იარსებებდნენ სასტიკი ადამიანები!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?