ვინსენტ ვან თხა - იშვიათი ფერმწერი
ვინსენტ ვან თხა - იშვიათი ფერმწერი
თხა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობს, დამთვალიერებლებს თავისი მხატვრული ნიჭით აჯადოებს.


ქალაქ ალბუკერკეს (აშშ, ნიუ-მექსიკის შტატი) ზოოპარკის თანამშრომელი ოთხი წლის თხას უკვე რამოდენიმე თვეა ხატვის გაკვეთილებს უტარებს. ცხოველს პირით უჭირავს ფუნჯი და ტილოს თავის მოძრაობით ადებს ფერებს. იგი ფერად აბსტრაქტულ კომპოზიცებს ქმნის.

ამ თვისების გამო, გადაწყდა, თხისთვის ვინსენტ ვან თხა დაერქმიათ (ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენდ ვან გოგის საპატივცემულოდ).

"ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! არ შემიძლია დაჯერება, რომ ეს თხა დგას და ხატავს, როგორც ნამდვილი მხატვარი. თავად ვაკვირდებოდი, თუ როგორ ქმნიდა ეს საოცარი არსება რამოდენიმე
ფერად ნახატს", - ამბობს ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დამთვალიერებელი, ლინდა შეი.

ვინსენტ ვან თხა ნახატებს ისე
ქმნის, როგორც ნამდვილი ნიჭიერი მხატვარი. ფუნჯის პირით ჭერა მას ზოოპარკის მენეჯერმა, ლინნ ტუპამ ასწავლა.

ლინი ხსნის, რომ ცხოველისთვის ხატვის შესწავლა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რაიმე საცირკო ტრიუკი, რადგან ამ შემთხვევაში ცხოველს აზროვნება ერთვება.

თხის მიერ შესრულებული ნახატები პოპულარობით სარგებლობს და ნიუ-მექსიკოში თითო 40 დოლარად იყიდება.

Zooclub

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?