უნიკალური კადრები - ფოტოგრაფმა გააფთრებული ლომი თავდასხმამდე წამით ადრე გადაიღო
უნიკალური კადრები - ფოტოგრაფმა გააფთრებული ლომი თავდასხმამდე წამით ადრე გადაიღო
პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ატიფ საიდმა, რომლის ინტერესი ველური ბუნებაა, საოცარი კადრები გადაიღო. მან თავდასხმამდე სულ ერთი წამით ადრე გააფთრებული ლომის მზერის დაჭერა შეძლო. ამ ფოტოს გადაღებისთანავე, ცხოველი მას თავს დაესხა. ეს საფარა-პარკში, ლახორასთან (პაკისტანი) ახლოს მოხდა.

საიდის თქმით, იგი თავისი ჯიპიდან გადმოვიდა, რომ გრაციოზული ცხოველის რამოდენიმე კადრი გადაეღო.

"მე გავიფიქრე, რომ ასე შევძლებდი საუკეთესო მხრიდან მომეხდინა ლომის ხასიათის დემონსტრირება", - ასე ხსნის საიდი თავის გადაწყვეტილებას.

ფოტოგრაფი არ აპირებდა ცხოველთა მეფის ყურადღების მიქცევას, მაგრამ ფოტოკამერის გადაღების დროს ჩხაკუნმა, როგორც ჩანს, ეს მის მაგიერ
გააკეთა.

Zooclub

"ლომი მომიახლოვდა და 3 მეტრის დაშორებაზე გაჩერდა. მოვასწარი მისი გადაღება თავდასხმამდე. ჩემი გადარჩენა იმდენად
წარმოუდგენელი იყო, ამ წუთამდე მეც არ მჯერა. გამართლება იყო, რომ უკან ჯიპში ჩაჯდომა მოვასწარი", - მოგვითხრობს საიდი.

"მის წინ ვიჯექი. მანქანის კარი ღია იყო. ვფიქრობ, რომ იგი მე ისე მათვალიერებდა, როგორც თავის მსხვერპლს. მაშინ ამან გამართო, მაგრამ ახლა, როდესაც ამ შემთხვევას ვიხსენებ არ მგონია, რომ ამის გამეორებას კიდევ შევძლებდი. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთთან. ეს არანორმალურად მჭიდრო კონტაქტი იყო. ყველაფერი წამებში მოხდა: ლომი ჩემკენ გადმოხტა, მე კი საოცრების წყალობით, ჯიპში კვლავ ჩაჯდომა შევძელი".

Zooclub
liza
რა ლამაზია
ეთერი
არაჩვეულებრივი სურათია.ფოტოგრაფო ცოცხალი რო გადაურჩი...
და ამის შემდეგ ფოტოგრაფი არავის უნახავს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?