შსს-ს ვეტერანი ლაბრადორის გადასარჩენად საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა (+ფოტო)
შსს-ს ვეტერანი ლაბრადორის გადასარჩენად საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა (+ფოტო)
რამოდენიმე დღეა, რაც მკითხველმა ჩვენი გვერდიდან არაჩვეულებრივი ძაღლის შესახებ შეიტყო. ამ ლაბრადორმა ადამიანები გააერთიანა სიყვარულში. მათ ჟუჟუს სიცოცხლის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს...


ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ლაბრადორი ჟუჟუ, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შსს) მსახურობდა, მუნიციპალურ თავშესაფარში ჩააბარეს. 5 დეკემბერს შემოსული 7 წლის ძუ ლაბრადორის ისტორიაში მისი ჩაბარების მიზეზი არ იყო აღნიშნული, თუმცა, კინოლოგების მონაყოლიდან Zooclubცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ძაღლთან ახლოს ვერტმფრენი დაეშვა, მან შოკი განიცადა და მას შემდეგ თავის საქმეს ვეღარ ასრულებდა, ამიტომ გადაწყდა მისი მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაბარება.
მასთან ერთად ჩააბარეს ასევე 3 წლის ლაბრადორი და 15 წლის მალინუა, რომლებიც მალევე გაჩუქდნენ.
ერთი
პერიოდი ჟუჟუს გაჩუქებას ძაღლთსაშენებში ფიქრობდნენ, მაგრამ 7 წლის ძაღლის ძაღლთსაშენისთვის გამეტება ნამდვილად დაუშვებელი იყო. მოგვიანებით, ცხოველთა მოყვარულის, ნანა ხომასურიძის ინიციატივით, განცხადების საფუძველზე, ჟუჟუს გაუკეთეს სტერილიზაცია, რის შემდეგაც, 2015 წლის 6 იანვარს იგი ოჯახში გაჩუქდა.

ჟუჟუს, როგორც არაჩვეულებრივ ძაღლს, ბევრი გულშემატკივრობდა. ფეისბუქზე ლაბრადორების მოქმედ ჯგუფში ყველა სიხარულით შეხვდა მისი დაბინავების ამბავს.

ყველა ხვდება, რომ სახლი ერთგული და ჭკვიანი (ასევე გაწვრთნილი) ძაღლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ცხოვრების შეცვლას ჟუჟუც თავისებურად შეხვდა. მას ჯერ კიდევ ჰქონდა გადმოყოლილი ძველი შიშები, პრეტენზიულობა კვების დროს, დაძაბულობა. ხშირად ის ვოლიერის მსგავს შემოღობილში იჯდა და მხოლოდ პატრონის დაძახებაზე რეაგირებდა. მოგვიანებით, ნათელი გახდა, რომ ახალ ოჯახს ჟუჟუ ვერ შეეგუა, კონტაქტზე არ გამოვიდა. მხოლოდ პატრონის გოგონას უჯერებდა და მარტო მას ეკონტაქტებოდა, ანუ სახელზე რეაგირებდა.

რამოდენიმე ხანში ლაბრადორს დაეწყო უცნაური მოძრაობები: ფეხზე დგომისას წრეზე დადიოდა, ჯდომისას თავს ატრიალებდა ასევე წრიულად, შეწყვიტა ჭამა. 8 თებერვალს ჟუჟუ ახალმა პატრონმა მუნიციპალურ თავშესაფარში დააბრუნა.

ძალას, რომელიც სიკეთისთვის ერთიანდება წინ ვერაფერი დაუდგება და სწორედ ასე ხდება გამარჯვება, საოცრებებიც კი... ჟუჟუს მდგომარეობის ამსახველი ვიდეო და რამოდენიმე ფოტო ფეისბუქზე ლაბრადორების გვერდზე  დაიდო, რის შემდეგაც ეს ადამიანები ჟუჟუს სიყვარულმა და მისი გადარჩენისთვის ბრძოლამ ერთ მუჭად შეკრა.

ფოტო და ვიდეომასალაზე მონიშნულმა ქართველმა ვეტერინარებმა თავიანთი მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავეს. მხოლოდ "Arthur Lagovski Veterinary Clinic"-ის ვეტერინარმა, არტურ ლაღოვსკიმ ივარაუდა სიმსივნე ან ჰემატომა.

11 თებერვალს მას გაუკეთდა რენტგენი, რამაც ვერაფერი აჩვენა, ხოლო ტომოგრაფიამ და კომპიუტეროგრაფიამ ჟუჟუს თავში სიმსივნის არსებობა დაადასტურა. სიმსივნის ზედა პარკუჭი სითხით იყო დაფარული, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მცირე მირტყმის შედეგად სიმსივნის (რომელიც ძაღლს, როგორც ჩანს, ჰქონდა, მაგრამ არ აწუხებდა) გარშემო სითხე ჩადგა, რაც ტვინს დააწვა და ძაღლს მოძრაობის, კვების, წყლის სმისა და სხვა რეფლექსები დაუკარგა.

19 დღის მანძლზე ჟუჟუ თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გაუნძრევლად იწვა. იგი თავშესაფრის მთელი მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დღეების მანძილზე მას უტარდებოდა ყველა აუცილებელი პროცედურა: გადასხმები, მასაჟები, ნაწოლებისგან დაცვა, გაწმენდა, სისხლის მიმოქცევის რეგულირება და სხვა პროცედურები, რომლებიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ძაღლს ოპერაციისთვის ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა.

პარალელურად, კვლავ ლაბრადორების მოყვარულთა ფეისბუქის გვერდზე, ჯგუფის წევრებს შორის შეგროვდა თანხა, რომელიც ძაღლის პოსტოპერაციულ პერიოდში რეაბილიტაციისთვის არის განსაზღვრული. უზომოდ გულისამაჩუყებელი იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც 12-13 წლის ბავშვმა სკოლაში საკვებისთვის განკუთვნილი თანხა გადაურიცხა ძაღლს.

ჟუჟუს ამბავმა ვერც ყველასთვის საყვარელი ძია ნოდარი (ბატონი ნოდარ მანჩხაშვილი) დატოვა გულგრილად. სწორედ მისი დახმარებით ჩაუტარდა ჟუჟუს ტომოგრაფია, მოიძებნა საოპერაციო ადგილი, ანესთეზიის დანადგარი. ეს ურთულესი ოპერაცია კი ზოოპარკის დიდ საოპერაციოში საქართველოს ერთ-ერთმა ცნობილმა ნეიროქირურგმა, ირაკლი ჭელიშვილმა თავის გუნდთან ერთად უანგაროდ ჩაატარა. ოპერაციას ასევე ესწრებოდნენ ვეტერინარები, ბატონი კაკო რუაძე, დავით ომარაშვილი და არტურ ლაღოვსკი.

ჟუჟუს ამბავი უნიკალური იყო იმით, რომ საქართველოში ცხოველისთვის ტომოგრაფია არასოდეს გაკეთებულა, ხოლო იმის გამო, რომ საქართველოში არ გვყავს ნეიროქორურგი ვეტერინარიში, მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპერაცია ადამიანების ნეიროქირურგმა გაუკეთა.

ჟუჟუ ძალიან ძლიერი და მებრძოლი აღმოჩნდა. მან ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ დაიღუპა... ვეღარ გამოიღვიძა..




05:00 სთ. 26/02/2015


დარდი, რომელიც საკუთარი ცხოვრების საათებიდან გამოვიდა, გავუშვი და ახლა ისევ ჩემს სიცოცხლეს ეხეთქება… ვერიდები, ვიკეტები, ვკეტავ, ვივიწყებ… ვაჩუმებ…  მაგრამ ვერ…
ვუსმენ.. მეორდება იგივე... სხვა იგივე...
რამოდენიმე თვის წინ ერთმა პატარა არსებამ იცხოვრა ჩემს სახლში. პატრონისგან მიტოვებულმა ჩიხუახუამ… ნერვიულობის ნიადაგზე ეპილეფსია დაემართა, რითაც ზურგის ტვინზე სიმსივნე უფრო გაურთულდა - ასეთი მოვიყვანე  სახლში... ვერაფერი ვუშველე, რადგან ოპერაციისთვისაც უკვე ზედმეტად სუსტად იყო. უცებ დაიღუპა, მეგონა, ჩემს ხელზე ჩაეძინა, ერთი ამოიხვნეშა და... ეს მოგონება მაშინვე ჩავკეტე. ადამიანის ნება ძლიერი რამაა, თუ შეგიძლია სმენა სხვისი და საკუთარი თავის და გაქვს ძალა...
ახლა მე ამას ვკეტავ... რომ გაჩუმდეს, გაიფანტოს, დამიჯეროს… მიიმალოს ჩემი მოგონებიდან....



ზოოპარკის დიდი საოპერაციო - 22/02/2015

დავაგვიანე მისვლა - ჯერ ისევ ელოდნენ...
უცნობი სახეები ნაცZooclubნობი ღიმილით... ნინო, თეო, ირმა, ლელა, დათო... ჩავეხუტე... ზოგს - მხოლოდ ჩემთვის, გულში...
"ჩვენი გოგო" საოპერაციოში იწვა… ოდნავ უხტოდა კუნთები სუნთქვისას.. ფრთხილად შემოვუარე გარშემო, ცხვირი ცხვირთან მივუტანე, თვალებში ჩავხედე მხიარულად:
-აბა როგორ ხარ, პატარა?!
თვალებით მეტყველებდა... ასეთი შავი და ასეთი მანათობელი თვალები...
ჟუჟუ...
….
"-არტურ, როგორი მდგომარეობაა, ოპერაციაზე რას ფიქრობთ?
-საკმაოდ რთული მდგომარეობაა.. სიმსივნე აწვება ტვინს, შეიძლება გაეთიშოს რიგი რეფლექსები - ყლაპვის, სუნთქვის, მხედველობის... მოტორიკას აწვება და შეიძლება ვეღარ გაიაროს, მაგრამ ოპერაცია ერთადერთი შანსია გადარჩენის და ეს უნდა გამოვიყენოთ!
-ასეთი ოპერაცია გაგიკეთებიათ?
-საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთში ერთხელ. იქ სულ სხვა აპარატურაა, აქ კი მოგეხსენებათ რაცა არის..."


ნებისმიერი რაიმეს დასაწყისი იმედია... ყოველი დილა იმედია... ყოველი შეხვედრა იმედია... დილაც იყო, დასაწყისიც და შეხვედრაც… Zooclub
რამდენი ადამიანი ეფერა ჟუჟუს... ჟუჟუ უფრო მეტად ეფერა ყველას... 
საქმე კარგია.. საქმეში ივიწყებ იმას, რომ ხან გეშინია რაღაცის... - ადამიანები სულ დადიოდნენ და განუწვეტლივ საქმიანობდნენ...
რაღაც იწყებოდა…

ექიმები კონსილიუმმა შეაყოვნა…
ლოდინმა გარეთ გადაინაცვლა...  იქ, სადაც მოდიოდა გაზაფხული და იყო ხე-საათი, რომელიც ყოველი დღის მხოლოდ ორის ნახევარზე იყო ზუსტი...
ძია მოვიდა... დიიიიდი ძია და ყველაზე საყვარელი ძიებს შორის... როდესაც იცი, რამხელა სიყვარულს დაატარებს ადამიანი, ისე გინდა უსმინო, თუნდაც ახლომახლოს დადგე, რომ იმ სითბომ შენამდე მოაღწიოს… ერთხელ მომეჩვენა, რომ "კუდში დავდევდი", გამეღიმა და ჟუჟუსთან გავბრუნდი საოპერაციოში...

"ერთი შენობა ახსენდებოდა ყველაზე მეტად... დიდი... ბევრი სკამით... როდესაც ჟუჟუ იქ თავის მეწყვილესთან ერთად შედიოდა, იქაურობა ხალხისგან იცლებოდა... ვერ ხვდებოდა, რატომ ივსებოდა ასე ჰაერი ადრენალინით, შიშის დროს რომ იცის... მერე ეძებდა... უყვარდა ძებნა… ეძებდა ნაღმებს, ნარკოტიკს, მოსასმენ აპარატურას... რას პოულობდა ვერც კი იტყვის - არ შეიძლება, ის ხომ ახლაც კი შსს-ს თანამშრომელია, თუმცა, პენსიაზეა... ის ვერტმფრენი რომ არ დამჯდარიყო ასე ახლოს, ახლაც ირბენდა პარლამენტში... ახლაც მოძებნიდა... "

არც კი ვიცი, ადამიანებს რა უფრZooclubო აერთიანებს: მოლოდინი, სიხარული, უბედურება, იმედი, იდეა, თუ კიდევ რამდენი რამ… აქ იყო ყველაფერი ერთში შეკრული - რაც არის სიყვარული!...

ყველა მიმოიფანტა... ცდა რთულია... არც ერთს არ ვიცნობდი მანამ, ყველა გავიცანი… ფოტოებს ვიღებდი, სადაც კი მაგონდებოდა... ჟუჟუსთან სანამ შევიდოდი, გული შემეკუმშა - მახსოვდა, რომ ყველა გარეთ იდგა, მაშ ის მარტო იყო იქ? საოპერაციოში? აჩქარებულმა შევაღე კარი... სალომე დამხვდა.. მშვიდად იდგა ოთახში მარტო და ჟუჟუს ეფერებოდა… ჟუჟუს აღარც კრუნჩხვა ჰქონდა, აღარც კანკალი...

"ზოლიანი გისოსები მზეს ხელს უშლიდნენ... მზეს, რომელიც თავშესაფრის სარკმლიდან შემოდიოდა... ის მზე ახალ პატრონთანაც გაყვა... სულ ათბობდა... მზე მისი სამსახურის ბიჭებზე ერთგული ყოფილა... ეს უცნაური იყო...  არც თავშესაფარში, არც ახალ პატრონთან, არც მერე, როცა ყველაფერი დატრიალდა, მის ბიჭებს არ მოუკითხავთ… ხან ისევ ვერტმფრენის ხმა ესმოდა"...

ამბობენ, რომ ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და სანდო ჯიშია. მათ ბავშვებს ანდობენ. უსინათლოებს დაატარებენ… იგი რამოდენიმე ფერის შეიძლება იყოს... საქართველოშZooclubი ბევრს უყვარს ეს ჯიში, ბევრს ჰყავს... მათგან ბევრი ფეისბუქის ერთ გვერდზე "ცხოვრობს" - ერთ პატარა, ლამაზ სამყაროდ, სადაც უზიარებენ გამოცდილებას, ფოტოებს, ფიქრებს, სიცოცხლის წამებს… ჟუჟუმ ეს ჯგუფი შეკრა!
ადამიანებს ყველაზე მეტად სიყვარული აერთიანებს, რაც სიკეთის კეთებით გამოიხატება... 3 კვირა იქ ყველა ჟუჟუს გადასარჩენად სუნთქავდა!

ქირურგები მოვიდნენ… ოპერაცია დაიწყო!

შემდეგ მოდის კადრები... წინ და უკან სიარული... გამოლაპარაკება...
ნინოს არ უნდა, რომ ფოტო გადავუღო, არა და უკვე ბევრი გადავუღე, უბრალოდ ვერ მიხვდა… სალო შიგნითაა. მთელი ოპერაციის განმავლობაში საოპერაციოდან ფეხი არ მოუცვლია (დგას ხალათ-პირბადით და ხანდახან ექთანს ეხმარება).  კიდევ, ნანა რეკავს გაუჩერებლივ.. სულ ვიღაც რეკავს... საოპერაციოს კარზე მიპყრობილია თვალი და ყური.. ვითვლით საათებს.. ჩუმად ვსაუბრობთ…

"-გიგა (ჭაჭია - ნეიროქირურგი), თქვენც ნეიროქირურგი ბრძანდებით?
-დიახ.
-ოპერაცია რთული იყო?
-ადამიანისა და ცხოველის ანატომია სრულიად განსხვავდება... ოპერაციამდე კარგად გავეცანით ყველაფერს, მაგრამ სირთულე იყო."

Zooclubგარემო - თითქმის საავადმყოფო... საოპერაციო - გამართული მედიკამენტებიდან დაწყებული ინსტრუმენტებით თუ ტექნიკით... ოღონდ ცოტა მეტი სინათლე... კიდევ მეტი სინათლე, გთხოვთ...

"(ანესთეზიოლოგი გიორგი წიქვაძე ძიას)
-თავიდან ცოტა "ითამაშა" წნევამ და გულისცემამ... - მალე დაურეგულირდა. ნახე, რა კარგი ძაღლია?!  ახლა ჩქარ-ჩქარა დაიწყებს, მერე ღრმა სუნთქვაზე უნდა გადავიდეს, თორემ სწრაფი სუნთქვის დროს გულს ჟანგბადი არ მიეწოდება, უბრალოდ იღლება... ღრმად უნდა ისუნთქოს..."


4 საათის განმავლობაში მიმდინარე ოპერაცია უცებ დამთავრდა... კისტა გასკდა, სიმსივნე მოცილდა, ჭრილობა შეიკერა... სიხარულიც ისე უცებ ამოვარდა ქარივით, მაგრამ ჯერ წინ იყო გამოღვიძება…

"(ექთანი სვეტა ადამია)
-თქვენ თუ გაქვთ ჟუჟუს ფოტო გადმომიწერეთ, თუ შეიძლება. მინდა, მქონდეს… რა კარგია... როგორი თვალები ჰქონია.".)


ეს იყო დრო ბრწყინვალებისა... იმის გააზრების, რომ ჟუჟუმ გმირულად გაუძლო და ახლა უკვე კარგად იქნება. აქ, ამ წუთას საქართველოში პირველი უნიკალური ოპერაცია Zooclubწარმატებით დამთავრდა. ნინომ ემოციებისგან ნეიროქირურგი ირაკლი ჭელიშვილი გადაკოცნა. მადლობა... მადლობა... მადლობა იმ გადალახულისთვის, რაც იყო, იმ ნერვიულობადავიწყებულებისგან, როგორც ვიყავით… მადლობა და სიყვარული…

ექიმთა გუნდიდან დარჩა მხოლოდ ანესთეზიოლოგი...

ამ დროს უკვე ვეღარ ეყო ჩემი შინაგანი წონასწორობა სიტუაციას... ჟუჟუს ნაკერი გაუკერეს, თავი შეუხვიეს, საოპერაციო მატერია გადახადეს, ექიმმა ვეტერინარმა კაკო რუაძემ მისი გაღვიძება დაიწყო...  სალოსა და ნინოს უფრო ხშირად ურეკავდნენ... ოთახებში კი დაბნეული ლექსიკის შეუჩერებლივ მოლაპარაკე ქალი დადიოდა წინ და უკან, მარჯვნივ, მარცხნივ...

"-რაღაც არ მომწონს... დიდი დრო გავიდა უკვე...
-ოჰ ძია... რა? ახლა იცოდეთ ავნერვიულდები...
-ისე რა? არ ნერვიულობ?"

Zooclubისევ გავიდა საათი... ან ორი...
ჟუჟუმ ნელ-ნელა ააყოლა სუნთქვა გულისფეთქვას... ოღონდ სწრაფად სუნთქავდა... ვერა და ვერ აამუშავა მთლიანად ფილტვები... მხოლოდ რამოდენიმეჯერ ამოიხრიალებდა და მერე ისევ სწრაფ სუნთქვას განაგრძობდა... ნელ-ნელა ყველამ ჟუჟუს გარშემო ლაპარაკი მიანელა... თვალებით საუბრის დრო მოვიდა, დრო, როდესაც ყველაზე მეტად ლოცულობ, რადგან იმედს ვერ ელევი, დამარცხება ვერ წარმოგიდგენია და ის დაწყებული სუნთქვა კი, რომლის გარდაც უკვე გარშემო აღარაფერი გესმის ისევე ნელდება და ქრება, როგორც გაჩნდა და დაიწყო…

ბევრჯერ გამოვედი ოთახიდან... ბევრჯერ შევბრუნდი... 

"-იცით უკვე სიტუაცია... აქ ტვინის ამბავია... რამდენ ხანსაც სუნთქვა გაუძლებს - გონება მაინც ვეღარ ჩაერთვება.. გულიც დიდხანს ვერ გაუძლებს.. რა ვქნათ? დავაძინოთ?
-ვერ დავაძინებთ... ჟუჟუ მარტო ჩვენი არ არის.. ჟუჟუ ყველასია…
ნინოს დიდი ცისფერი თვალებიდან მოსდიოდა და მოსდიოდა ცრემლები... ლელას ქურთუკის საყელო ბოლომდე აეწია, მაგრამ აცრემლებულ თვალებს მაინც ვერ მალავდა..."


არ დაუძინებიათ... თავისით დაიღუპა.

წავიდა ჟუჟუ ცისარტყელაზე……….

Zooclub

_ _ _
"არტურ ლაღოვსკი:
დაახლოებით 10 ვეტექიმისა და 3 მედიკოსის (2 ნეიროქირურგი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) ერთობლივი კონსილიუმის შედეგად, ერთხმად გადავწყვიტეთ ოპერაცია. იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო (ქიმიოთერაპიას ძაღლების 99.9% ვერ იტანს და იღუპება). ქიმიის ან სხივების გაკეთება შეიძლებოდა ოპერაციის მერე, მაგრამ ძაღლი ქიმიოთერაპიას მაინც ვერ გადაიტანდა.
სიტუაცია იყო შემდეგი: თავის ტვინში მოთავსებული კისტოზური წარმონაქმნი აწვებოდა სხვადასხვა ნერვს და იწვევდა ნეიროლოგიური პათოლოგიების კომპლექსს (მოტორიკული ფუნქციის დარღვევას, ყლაპვის რეფლექსებს, სუნთქვის რეფლექსებს და ა.შ. შეიძება მხედველობაზეც ემოქმედა) აგრეთვე ტვინის შეშუპება."



_ _ _
დარდი, რომელიც დღეს უნდა ჩავკეტო - ბევრს აერთიანებს... და მე მიყვარს ისინი! ყველა, ვისაც ჟუჟუ უყვარდა, მისთვის იბრძოდა, გაერთიანდა, ასეთი სიყვარულის, ერთგულებისა და ერთიანობის ძალა შესწევდა!


მადლობა ყველას!



იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
Tsira bzishvili
გვინდოდა.... სასწაულად გვინდოდა.... ყველა ერთად ვიდექით, მაგრამ ვერ შევძელით.... შენ კი ეს ყველაფერი მარტომ და მიტოვებულმა შეძელი ჩვენში და მერე გაგვიფრინდი :((((((((
liza
წარმოგიდგენიათ სპეციალისტები არ გვყავს,ნუთუ ამ ჩვენს ახალ თაობას არ უჩნდება ინტერესი შეისწავლოს ვეტერინარია, ჩვენთან მხოლოდ პრესტიჟულ პროფესიებს ირჩევენ. რომ ვედარებით ევროპას და ამერიკას, ამითაც შევედაროთ, კლინიკები, სპეციალისტები, აღჭურვილობა, სასწაული ტბილი მობყრობა ცხოველებისადმი. ჩვენმა უმაქნისმა მთავრობამ ერთი ზოო კლინიკა მაინც გააკეთოს და მოაწყოს, მხოლოდ ერთი მთელს ქვეყანაში, ესეც ბევრს ნიშნავს.
ekaterine
ცრემლებს ვერ ვაჩერებ,საწყალი ძაღლი. არავინ და არაფერი მეცოდება უმწეო ცხოველზე მეტად. მე მურა მყავდა, ძალიან ჩკვიანი და ლამაზი გოგო. ჩემს თვალწინ მოკვდა, სავარაუდოდ მოწამლეს. .4 წელი გავიდა,არასდროს დამავიწყდება.მთელი ოჯახი ხმამაღლა ვტიროდით, ოჯახის წევრი იყო, ამიტომაც ეზოში დავმარხეთ, ჩვენთან ახლოს.. ერთს ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებსაც ისეთივე სიყვარული შეგვედლოს მათ მიმართ, როგორც ჩვენს ერთგულ მეგობრებს შეუდლიათ ჩვენდამი.
შორენა
ვკითხულობ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მე დღემდე ვერ ჩავკეტე ის დარდი რომელიც ჩემი საყვარელი ფრანგული ბულდოგების სიკვდილით განვიცადე. ღმერთი მაპატიებს ცხოველებისადმი ასეთ სიყვარულს მაგრამ რა ვქნა, ისინი უცოდველი, ერთგული არსებებია, მათში უფრო მეტია სითბო და სიყვარული რაც ჩვენ, ადამიანებს ასე გვაკლია.ყველას მადლობა ვინც ასე იცავს და ზრუნავს მათზე.
პაატა ბათუმი
ყველას გვინდოდა შენი გადარჩენა,მაგრამ ვერ მოხერხდა.იძინე მშვიდად ლამაზთვალებავ.ვეტერან ძაღლებს დიდ ყურადღებას აქცევენ ცივილურ ქვეყნებში,მაგრამ ჩვენხომ მათ რიცხვში არა ვართ. ჩვენ არც ერი ვართ და არც საზოგადოება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?