ახალგაზრდა კაცმა გველზე დაქორწინება სცადა
ახალგაზრდა კაცმა გველზე დაქორწინება სცადა
27 წლის ახალგაზრდას სჯეროდა, რომ კობრა წარსულ ცხოვრებაში ულამაზესი გოგონა იყო, ამ ცხოვრებაში კი ის შეუყვარდა.

"Daily Mirror"-ის ცნობით, უტარ-პრადეშის შტატის (ჩრდილოეთ ინდოეთი) მცხოვრებმა სანდიპ პატელმა გველზე დაქორწინება სცადა.

ქორწინების ცერემონიაზე, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ტაძარში მიმდინარეობდა, 12 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა, ქორწილი პოლიციელებმა ჩაშალეს.

ტაძარში მისულმა პოლიციელებმა პატელი და მისი მამა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრები იმედგაცრუებულები დარჩნენ და პოლიციის თანამშრომლებს მათ დასაშლელად ზედმეტი ძალის გამოძახება
დასჭირდათ.

პატელის თქმით, ღამღამობით მას ღრმა ტრანსში შესვლის შედეგად თავად შეუძლია გველად ქცევა და თავის შეყვარებულთან ურთიერთობა.

მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. "The Daily Mirror"-ი გვახსენებს, რომ 2006
წელს ინდოეთში, ორისის შტატში 30 წლის ბიმბალდ დასისა და გველის ქორწილი შედგა. ქალი ქორწილში საუკეთესო აბრეშუმის სარით მივიდა, ხოლო ტაძრის მსახურები ერთი საათის განმავლობაში წმინდა მატრებს გალობდნენ. ამასთან, ნეფე ქორწილში არ გამოცხადდა - მის მაგიერ ტაძარში ქვეწარმავლის სპილენძის ქანდაკება იდგა.



ss
ვაი ამათ პატრონს უბედურს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?