ძაღლი ქორწილში 1.6 ათასი დოლარის საქორწინო კაბით იყო შემოსილი
ძაღლი ქორწილში 1.6 ათასი დოლარის საქორწინო კაბით იყო შემოსილი
17 მაისს შედგა ორი მოპსის ქორწილი, სადაც დედოფალის საქორწინო კაბა 2 000 ავსტრალიური დოლარი (1.6 ათასი ამერიკული დოლარი) ღირდა.

"The Daily Mirror"-ის ცნობით, ქორწინების დროს შეგროვებული თანხა საქველმოქმედო აქციის ნაწილად იქცა და ის ავსტრალიის უსახლკარო ძაღლებს მოხმარდება.

საქორწინო კაბის ავტორი ავსტრალიერი მოდელიორი კრეიგ ბრეიბრუკია. ნეფის (სახელად ჯასპერი) კოსტუმი გოდვინ ჰილმა, მელბურნელმა დიზაინერმა შექმნა.

ცერემონიას 60 ძაღლი და 350 ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავია, ქორწილზე შესვლა ფასიანი იყო. ფონდის "Pug Rescue and Adoption Victoria" პრეს-მდივანმა დააზუსტა, რომ ყველა ბილეთი ადრევე გაიყიდა. მან დაამატა, რომ
ჟასმინი და ჯასპერი ერთად უკვე 7 წელი ცხოვრობდნენ.

ქორწინების ცერემონია უამრავი ყვავილით მორთულ დარბაზში გაიმართა.
ბეჭდების ნაცვლად ახლადდაქორწინებულებმა საყელოები გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ ცერემონიის ბოლოს საქორწინო ტორტი გაჭრეს.

აპრილის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ პეკინში ძაღლების მასობრივი ქორწილი გაიმართა. ცერემონიაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ პარკში გაიმართა, ძაღლების 21 წყვილი დააქორწინეს.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?