ლომისა და მისი მომვლელის 11 წლიანი მეგობრობა (+ვიდეო, ფოტო)
ლომისა და მისი მომვლელის 11 წლიანი მეგობრობა (+ვიდეო, ფოტო)
ადამიანისთვის იმის გაფრთხილებაც ზედმეტია, რომ გარეულ ცხოველთა უმეტესობას უნდა ერიდონ, თუმცა , ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გრძნობა არ გააჩნიათ. ფრიკი ვონ სოლმსი 69 წლისაა და ის სამხრეთ აფრიკაში ლომების მომვლელად მუშაობს.

ფრიკი უკვე ბოლო 11 წელია უვლის ლომს, რომელსაც ზიო დაარქვა. ის ძალიან თბილი და მხიარული აფრიკული ლომია.

ზიოს დედა ულამაზესი ლომი სიმბაა. მომვლელებმა გადაწყვიტეს, ისინი ერთმანეთისთვის დაეშორებინათ, რადგან ბოკვერს მისი მამა ემტერებოდა. ფრიკი ბოკვერთან ერთად დიდ დროს ატარებდა. ზიო მას ძალიან შეეჩვია, ისინი 11 წლიანი მეგობრობის შემდეგაც კი ერთად
დადიან სასეირნოდ, თუმცა, მამაკაცი სეირნობის დროს ფეხსაცმელს იხდის, რადგან, მისი თქმით, ლომს ფეხსაცმლის ხმა აწუხებს.

"ეს
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, გაზარდო და იცხოვრო ლომთან ერთად. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ზიო ადამიანივით არის, მას შეუძლია ხუმრობა, თამაში და გართობა ჩემთან ერთად. ის ჯენტლმენი გიგანტია. ზიო არასოდეს დაესხმევა თავს ადამიანს, მე მას ძალიან ვენდობი."- ამბობს ფრიკი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ლომის, სახელად კრისტიანის საოცარი ამბავი

ადამიანებმა საკუთარი რისკის ფასად, ლომი გადაარჩინეს

ყველამ უკან დაიხია, თუმცა, ძუ ლომი დაუფიქრებლად ჩავიდა ხევში
გალერეა
კაცი და ლომი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?