ობოლი ციკანი, რომელიც პატრონს ყველგან დაყვება (+ვიდეო)
ობოლი ციკანი, რომელიც პატრონს ყველგან დაყვება (+ვიდეო)
ციკანი, სახელად ბენჟამენი ობოლია. ის დედამ დაბადებისთანავე უარყო. ახალშობილს განსაკუთრებული კვება სჭირდებოდა, ამიტომ მასზე პატრონმა დაიწყო ზრუნვა. პატრონი ტომი ციკანს ყოველ ოთხ საათში კვებავს. ბენჟამენი მამაკაცს, როგორც მშობელს, ისე აღიქვამს და ყველგან თან დაყვება.

როდესაც ტომი მიდის სამსახურში, ციკანი ძაღლივით უკან მიყვება. მას უკვე ადგილობრივი მცხოვრებლები კარგად იცნობენ და დიდი სიყვარულით ხვდებიან. 

ბენჟამენის პატრონი ამბობს, რომ რამდენიმე თვეში ციკანი სხვა თხებთან ერთად უნდა გავიდეს საძოვარზე, თუმცა, პატარა ცხოველს ნამდვილად არ ეტყობა, რომ სურს თავისნაირებთან ერთად ყოფნა. ის ადამიანებს იმდენად შეეჩვია,
რომ მათთან ერთად თამაშიც კი ძალიან მოსწონს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ობოლი შველი და მისი საუკეთესო
მეგობარი


"თამაშას" სევდიანი ამბავი

ობოლი პონი, რომელიც სათამაშო დათუნიასთან ერთად იძინებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?