ბავშვი იცავს ციკანს, რომელიც ძველი ტრადიციების მიხედვით მსხვერპლად უნდა შეწირონ (+ვიდეო)
ბავშვი იცავს ციკანს, რომელიც ძველი ტრადიციების მიხედვით მსხვერპლად უნდა შეწირონ (+ვიდეო)
ცხოველების მსხვერპლად შეწირვა ძველი ტრადიციაა ნეპალის ტაძრებში და არა მარტო იქ. პატარა ადრიანი ოჯახთან ერთად ტაძარში წავიდა. მათ შესაწირად ციკანიც წაიყვანეს. ბიჭუნა შეესწრო მისთვის წარმოუდგენელ სანახაობას - როგორ კლავდნენ ჩლიქოსან ცხოველებს ტაძრის ტერიტორიაზე.

პატარა ადრიანი აპროტესტებს ამ ფაქტს და თან ტირის, რომ თავისი ციკანი გადაარჩინოს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქის საშუალებით გავრცელდა. მას მილიონობით ნახვა აქვს.

"თხები აქ ტკივილით იტანჯებიან."- ამბობს ადრიანი.

ის ხვდება, რომ თავის ციკანსაც იგივე ბედი ელის, ამიტომ მის დაცვას ცდილობს. ბავშვი ეხვეწება მშობლებს არ მოკლან ციკანი და ცხოველს ეხუტება.

როგორც
ჩანს, ადრიანმა ტირილითა და ხვეწნით შეძლო მშობლების თანაგრძნობის მოპოვება. ვიდეოს დასასრულს კარგად ჩანს, როგორ ტოვებს
ოჯახი ტაძარს ციკანთან ერთად.

იხილეთ ვიდეო

ვიდეოს ავტორის თქმით, სწორედ ადრიანის მსგავსი ბავშვები გვახსენებენ, რომ სულიერი არსებების მკვლელობა არანაირ ჭრილში გამართლებული არ უნდა იყოს. მსხვერპლთშეწირვის წარმართული ტრადიციები ჯერ კიდევ არაერთ ქვეყანაშია შემორჩენილი. ამ ტრადიციების საჭიროება არ არსებობს.


ასევე იხილეთ:

"ეს ჩემი ლეკვია! ის ჩემსავით არის..."

ის მთელი ღამე იცავდა და ათბობდა 3 წლის ბავშვს, რომელიც დაიკარგა

უპატრონო ლეკვი და ბავშვი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ
კაი რა
არადა დარწმუნებული ვარ ამ ციკანს ზუსტად ამ ბავშვის სახელზე კლავენ, ღმერთო მიიღე ეს ციკანი მსხვერპლად და ბავშვი ჯანმრთელი გაგვიზარდეო! :-( აქაც ეგრე არაა, ჩემ სახელზეც დაუკლავთ ბავშობაში მამლებიც და ცხვარიც :-(
სოსო-ს
რა დებილი ხარ შე უბედურო. ქართველობის რა გეტყობა ან ქრისტიანობის უვიცო. შენნაირი სულდაკარგულები არცხვენენ საქართველოს. ისიც არ იცი რომ ქრისტე არ ითხოვს მსხვერპლს. მართლმადიდებელიც არ ხარ, რა ხარ შენც არ იცი. არსება რამე. ტფუი
სოსო
მეც ტრადიციულა შეგაგინებთ ტრადიციებთან მებრძოლ ბოზ- ბანას:) ვითომ თიკან-ლოვერები ხართ , არადა სოროსელი ნაძირალები ხართ ყველაფერ .ქაღთულთან მებრძოლი
კოკო
საქართველოში იგივე არაა?
თამო-თამო
გენაცვალე პატარა ,,დიდო" ბიჭო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?