ბაყაყის ახალ სახეობას, ოზი ოსბორნის საპატივცემულოდ «Dendropsophus ozzyi» უწოდეს
ბაყაყის ახალ სახეობას, ოზი ოსბორნის საპატივცემულოდ «Dendropsophus ozzyi» უწოდეს
მეცნიერებმა მდინარე ამაზონის აუზში, ერთ თვიანი ექსპედიციის შედეგად, ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. იგი გამოსცემს ძლიერ ხმას, რომელიც ღამურას ხმას ჰგავს. ოზი ოსბორნთან დაკავშირებული ცნობილი ინციდენტით შთაგონებულებმა, ბაყაყის ამ სახეობას ოზის სახელი მიანიჭეს “Dendropsophus ozzyi”.

“პირველი ბგერების გაგონებისთანავე მივხვდი, რომ ეს რაღაც ახალი სახეობა იყო. მსგავსი ადრე არასოდეს მსმენოდა”, - ჰყვება ერთ-ერთი პირველაღმომჩენი პედრო პელოსო ჟურნალ "National Geographic"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მეცნიერებმა ექსპედიციიდან ერთი სახეობის 21 ბაყაყი ჩამოიყვანეს და განხილვის შემდეგ, ლაბორატორიაში მისთვის Black Sabbath-ის ვოკალისტის სახელი ერთხმად შეირჩა.

Zooclub

ოსბორნი და ღამურა
1982 წელს,
აიოვაში, კონცერტის მსვლელობის დროს, ვიღაცამ სცენაზე ცოცხალი
ღამურა გადმოაგდო. გაბრუებული ცხოველი სცენაზე გაუნძრევლად იწვა. ოზის ღამურა რეზინის ეგონა და ხუმრობით, სპონტანურად უკბინა. საპასუხოდ, ღამურამაც უკბინა ოსბორნს, რის შედეგადაც კონცერტი, მოულოდნელად დასრულდა, რადგან ოზი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.


ეს შემთხვევა პირველი არაა, როდესაც ცხოველებს ცნობილი როკერების სახელებს არქმევენ. არსებობს გამოფენა, სახელად “Heavy Metal And Punk Fossils”, სადაც შედის იდუმალი ნამარხების ნაკრები, რის შემადგენლობიდანაც ბევრს ცნობილი როკ-ვარსკვლავების სახელები აქვთ მინიჭებული.

მაგალითად, ჭიაყელას უზარმაზარი ყბებით, რომელიც 420 მილიონ წელს ითვლის “Kingnites Diamondi” დაარქვეს, კინგ დაიმონდის საპატივცემულოდ, მაშინ, როდესაც უძველესი ჭიაყელის კიდევ ერთ სახეობას “Kalloprion Kilmisteri” უწოდეს.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?