წყვილმა უსახლკარო ძაღლის გადასარჩენად თაფლობის თვე გადადო (+ფოტო)
წყვილმა უსახლკარო ძაღლის გადასარჩენად თაფლობის თვე გადადო (+ფოტო)
ახალდაქორწინებულები ნიკოლ მარშმანი და დარენ ბუდინი კუნძლ კო-ჩანგაზე (ტაილანდი) ისვენებდნენ.

უპოვარი ადგილობრივი მცხოვრები დუენი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ უსახლკარო ცხოველებს კვებავდა. წყვილი დუენს საკვებით ეხმარებოდა.

ერთხელ ლეკვი იპოვეს, რომელსაც ოზი დაარქვეს. ოზი კოჭლობდა. დუენმა წყვილს მოუყვა, რომ საწყალ პატარა ოზის ერთი კვირის წინ სკუტერი დაეჯახა.

ლეკვი უსახლკარო იყო და ჭრილობების გარდა, ჰქონდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც: მუნი, მაღალი ტემპერატურა, მუცლის კუნთების დაჭიმვა.

ცოლ-ქმარმა ძაღლი თავის ოთახში აიყვანა, დაბანა და ფეხი გადაუხვია.

მათ ოზი კუნძულზე მყოფ ერთადერთ ვეტერინართან წაიყვანეს. სამწუხაროდ, ვეტერინარს არ ქონდა
საკმარისი ვეტერინარული ტექნიკა, რომელიც ოზის დაეხმარეობდა. შემოწმების შემდეგ ვეტერინარმა იეჭვა, რომ ცხოველს ნერვის დაზიანება ქონდა,
მაგრამ სამწუხაროდ, დახმარება არ შეეძლო.

წყვილმა ოზი ისევ თავის ოთახში აიყვანა. მათ ძაღლს ცურვა ასწავლეს. თავიდან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ წყალმა მისი სხეულის ტემპერატურა დააგდო და ოზი უკეთ გახდა.

ცხოვრებაში პირველად მას ქონდა თავისი სათამაშო, საყელური და ლოგინი! წყვილი ფეისბუქით დახმარებას ეძებდა. მათ გაარკვიეს, რომ ოზის გადასარჩენად პატაიეში უნდა წასულიყვნენ და ქირურგი ეპოვათ.

პატაიეში ვეტერინარმა ოპარაცია ჩაატარა. მან ძაღლს ფეხში მეტალის შტირები ჩაუსვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძვალი ინფიცირებული იყო, ამიტომ ოზის ტაილანდში გადარჩენის შანსი არ ქონდა.

საბედნიეროდ, წყვილმა იპოვა ამერიკელი მოქალაქე ჯეფი მასანეტი, რომელიც ძაღლს ტაილანდიდან აშშ-ში გადაფრენაში დაეხმარა.

მაგრამ ოზის სიცოცხლისთვის ბრძოლა არ იყო დასრულებული. ჯერ კიდევ ტაილანდში მას გაუმწვავდა მუნი. ის ასევე ებრძოდა ძვლის სტაფილოკოკის ბაქტერიას.

დები ჩეიზი და მისი ოჯახი ვისკონსინში ოზის 6 თვის მანძილზე შეიფარებენ. იმედია, რომ გამოჯანმრთელებისა და აშშ-ში დადგენილი 180-დღიანი კარანტინის შემდეგ ძაღლი ავსტრალიაში გაფრინდება, რომ ნიკოლისა და დარენის ოჯახის წევრი გახდეს.

ოზის დასახმარებლად უკვე 13 000 დოლარი შეგროვდა.

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
111
ამ წყვილს ცხოვრებაში არანაირი განსაცდელი არ შეხვდება!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?