საინტერესო და უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ
საინტერესო და უცნაური ფაქტები ძაღლების შესახებ
ძაღლების შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მოცემული ფაქტების უმეტესობა შესაძლოა, პირველად შევიტყოთ. ამ ფაქტებმა შეიძლება, გაგვაკვირვონ.

ის ფაქტები ძაღლების შესახებ, რომლებიც ნაკლებად ცნობილია:

ბრაზილიაში გამართულ ტენისის ნაციონალურ ტურნირზე, სპორტსმენებს ბურთს თავშესაფრის ძაღლები აწვდიდნენ. ცხოველთა დამცველები ამ აქციით ცდილობდნენ, ძაღლებითვის მზრუნველი ოჯახები ეპოვათ, რამაც გაამართლა.

Zooclub

აშშ-ში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა მძიმე დანაშაულად ითვლება. მსგავს საქმეებს FBR-ი იძიებს.

Zooclub

ავაზები ნერვიული ცხოველები არიან, ამიტომ მათი კომფორტისთვის გალიებში თერაპევტ-ძაღლებს უშვებენ, რათა მტაცებელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს. 

Zooclub

ბორდერ კოლი, სახელად ჩეიზი, ძაღლია საუკეთესო მეხსიერებით, მსოფლიოში ყველა ცხოველთან შედარებით. ჩეიზიმ 1022 სათამაშოს
დასახელება იცოდა და ამასთანავე არასოდეს შემცდარა.

Zooclub

ავსტრალიის პატარა კუნძულზე მარემას ჯიშის ორი ძაღლი სამეფო პინგვინებს იცავს.
ძაღლი-მცველები კუნძულზე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც პინგვინების კოლონია გადაშენების პირას აღმოჩნდა. მიზეზი კი მელიების ხშირი თავდასხმა იყო. ნაგაზები მტაცებლებს პინგვინების სიახლოვეს არ უშვებენ და ამასთანავე თავადაც არ ერჩიან მათ.

Zooclub

სერჟანტი სტაბი - ყველაზე სახელგანთქმული ძაღლი პირველი მსოფლიო ომის დროს. მან დასავლეთ ფრონტზე 18 თვე გაატარა და 17 შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა. ის დანაყოფს აფრთხილებდა საშიშროების შესახებ, ამშვიდებდა დაჭრილებს, ხოლო ერთხელ გერმანელი ჯარისკაცი მძევლადაც აიყვანა - მტერს შარვალში ჩაავლო კბილები და არ გაუშვა, სანამ თავისიანები ადგილზე არ მივიდნენ.

Zooclub

უელსური ფოლკლორის მიხედვით, კორგი ფერიების ყველაზე საყვარელი ტრანსპორტია.

Zooclub

ძაღლებს ყველაზე მეტად მაღალი, წრიპინა ხმა მოსწონთ - ბავშვის ან ისეთი, როგორც ზოგიერთი ადამიანი ჩვილს მოფერებით ესაუბრება.

Zooclub

ზოგიერთ ქვეყნებში პოლიციაში მომსახურე ძაღლები პენსიაზე გადიან და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებასაც იღებენ. მაგალითად, ინგლისში ძაღლის პენსია თვეში 805 დოლარს აღწევს.

Zooclub

და-ძმა ლეკვების თამაშის დროს, ზოგჯერ ხვადები მდედრებს გამიზნულად უთმობენ მოგებას.

Zooclub

ძველი ბერძნები და რომაელები გულწრფელად გლოვობდნენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრის სიკვდილს და მათ მაღალი დონის დაკრძალვას უწყობდნენ. ზოგიერთი ძაღლის სამარხი ჩვენს დრომდეც შემორჩა.

Zooclub

ზოგიერთი ქვეყნების ციხეებში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც წვრთნიან ძაღლებს საპატრულო სამსახურისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების დამხმარეებად. ეს პროგრამები არა მხოლოდ პატიმრების გადამზადებას ემსახურება, არამედ ისინი ახალ პროფესიასაც ეუფლებიან.

Zooclub

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ძაღლებს, რომლებმაც წარსულში სტრესი მიიღეს, ცუდად სძინავთ და ღამის განმავლობაში ხშირად იღვიძებენ.

Zooclub

გაწვრთნილი ძაღლები, რომლებიც აეროპორტებში ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ, არასოდეს ყეფენ საეჭვო ნივთის აღმოჩენისას, მით უმეტეს არ ფხაჭნიან და არ ეხებიან მას. ისინი უბრალოდ მშვიდად სხდებიან მათთვის საინტერესო ჩემოდანთან, სანამ სამართალდამცველები მასთან არ მივლენ.

Zooclub

ზოგიერთი კოლი ბავშვისთვის საუკეთესო ძიძაა. მათ ინსტინქტი ეხმარებათ: ისინი ბავშვებს უვლიან, ისევე როგორც მათი წინაპრები ფარას მწყემსავდნენ.

Zooclub

ყველა ცხოველს შორის, ძაღლის გული სხეულთან მიმართებაში დიდი ზომისაა.

Zooclub

როდესაც ძაღლი პატრონის სუნს გრძნობს, მის ორგანიზმში გამომუშავებას იწყებს სიხარულის ჰორმონი.

Zooclub

ვენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ძაღლი ადამიანის ტირილზე ისევე რეაგირებს, როგორც სხვა ძაღლის ყმუილზე - ცხოველისთვის ორივე ხმა ტანჯვის გამომხატველად მიიჩნევა.

Zooclub

ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, ასაკოვან, პატარა ზომისა და მოკლებეწვიან ძაღლებს, ზამთარში აუცილებლად სჭირდებათ ტანსაცმელი, რადგან დეკორატიული ჯიშები გენეტიკურად სიცივეს ვერ ეგუებიან.

Zooclub

მსოფლიოში ყველზე დიდი ძაღლების თავშესაფარი კოსტა-რიკაში მდებარეობს. "უსახლკაროების მიწაზე" (Territorio De Zaguates)  1300 ძაღლი თავისუფლებაში ცხოვრობს. მათ უვლიან და კვებავენ იმ დრომდე, სანამ მას პატრონი არ გამოუჩნდება ან ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება.

Zooclub

ძაღლს გამიზნულად მოტყუება შეუძლია, მაგრამ ამ უნარს ძირითადად იმ დროს ავლენს, როდესაც საკვებს ითხოვს.

Zooclub

ფეისბუქის მონაცემებით, ძაღლის პატრონებს სოციალურ ქსელებში ბევრი მეგობარი ჰყავთ, თუმცა, კატის პატრონებს ხშირად ეპატიჟებიან წვეულებებზე.

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

"ძაღლს შესაძლოა, იგივე დაავადება სჭირდეს, რაც ადამიანს..." - 8 ფაქტი ძაღლების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

ცხოველებზე 9 ფაქტი, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე, რის შემდეგაც კიდევ უფრო შეგიყვარდებათ ბუნების ეს საოცარი ქმნილებები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?