"ძაღლს შესაძლოა, იგივე დაავადება სჭირდეს, რაც ადამიანს..." - 8 ფაქტი ძაღლების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
"ძაღლს შესაძლოა, იგივე დაავადება სჭირდეს, რაც ადამიანს..." - 8 ფაქტი ძაღლების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
ძაღლები და ადამიანები დაახლოებით 15 ათასი წელია გვერდიგვერდ ცხოვრობენ. თითქოს ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ, თუმცა, არსებობს გაცილებით მეტი ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა ცნობილი. ჩვენ შევკრიბეთ ფაქტები, რაც საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია.

ძაღლს შესაძლოა, იგივე დაავადება სჭირდეს, რაც ადამიანს

ყოველ წელს დაახლოებით 6 მილიარდი ძაღლი სიმსივნითა და ადამიანებისთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებით ავადდება. ყოველი შემთხვევისთვის, სპეციალისტები ამას უპირატესობად მიიჩნევენ, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს, გამოსცადონ სხვადასხვა მედიკამენტი.

ძაღლი ჩვენს დაავადებას სუნით გრძნობს

თუ ადამიანს ონკოლოგიური პრობლემები აქვს, დიაბეტი ან ეპილეფსია, თეორიულად სწორედ ძაღლს შეუძლია, დიაგნოზის გარეშე
გააფრთხილოს პაციენტი. კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლს შეუძლია ფილტვის, სარძევე ჯირკვლების, კანის, შარდის ბუშტისა და პროსტატის
კიბოს დიაგნოსტიკა. გარდა ამისა, ძაღლი გრძნობს სისხლში შაქრის ცვლილებას და ამ მიმართულებით გაწვრთნილ ბინადარს უნარი აქვს, ადამიანი გააფრთხილოს საშიშროების შესახებ, ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ ეს უკანასკნელი სიმპტომებს იგრძნობს. აუხსნელი ფაქტია, თუმცა, ძაღლს შეუძლია ეპილეფსიის შეტევის მოახლოება 45 წუთით ადრე იგრძნოს.

შენიშვნა: ბოლო კვლევების მიხედვით, ძაღლების მიერ სიმსივნის აღმოჩენა, ეჭვქვეშ დადგა.

ყველა ძაღლი ერთნაირად ჭკვიანი არ არის

ძაღლი შეიძლება იყოს ჭკვიანი, ისევე როგორც 2 წლის ბავშვი: ამის ადასტურებს კვლევა, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციამ 2009 წელს წარმოადგინა. კოლის უნარი აქვს აღიქვას 200 სიტყვა, სწორედ ეს ჯიში ლიდერობს ყველაზე ჭკვიანი ძაღლების რეიტინგში, ხოლო პუდელს, გერმანულ ნაგაზს, ოქროსფერ რეტრივერს და დობერმან პინჩერს, ამ რეიტინგის ხუთეულში მოიხსენიებენ. ისეთი მონადირე ძაღლები, როგორებიც არიან მწევარი და ბულდოგი, ჩამონათვალის ბოლოში არიან, რადგან ბუნებამ ისინი კუნთებით დააჯილდოვა, გონებით კი ნაკლებად.

ძაღლებს ეჭვიანობის შეგრძნება აქვთ

"ნაციონალური სამეცნიერო აკადემიის" ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როდესაც ძაღლი ჯილდოს მიიღებს (მაგ. სასუსნავი), მეორე ბინადარი ცდილობს, თავისი მოძმის დაჯილდოვებას არ უყუროს ან მრავლისმეტყველი თვალებით აკვირდება. იგივე სიტუაცია ხდება, თუ ერთი ძაღლი შექების მიზნით მიიღებს ძეხვს, ხოლო მეორე - პურს.

ძაღლებს დანაშაულის გრძნობა არ აქვთ

თქვენი ბინადრის "უცოდველი გამოხედვა"- ეს უბრალოდ პატრონის მხრიდან საყვედურის საპასუხო იერია და არა დანაშაულისგან გამოწვეული შედეგი. ცდების შედეგად დადგენილია, რომ ძაღლის "საცოდავი თვალებით" ყურება, დანაშაულის გრძნობასთან არანაირ კავშირში არაა.

დამჯერი ძაღლები დიდხანს ცოცხლობენ

გამოცემა "The American Naturalist"-ში 2010 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, აღწერილია 56 ძაღლის ჯიშის ენერგიულობის, ზრდის ტემპისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ აგრესიული ძაღლის ჯიშები, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა ასაკში კვდებიან. ამასთანავე, ისინი იზრდებიან სწრაფად, ვიდრე დამჯერი ძაღლები.

ძაღლები - ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული ძუძუმწოვრები

ამ ოთხფეხა არსებებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სხეულის ფორმები აქვთ. 2010 წელს "The American Naturalist"-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძაღლის სხვადასხვა ჯიშის თავის ქალა შესაძლოა ისეთივე განსხვავებული იყოს, როგორც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ძუძუმწოვრების.

ძაღლები დაგეხმარებიან ადამიანებთან ურთიერთობის დროს

2010 წელს, ამერიკაში შინაურ ცხოველთა პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც ამერიკელების 39%-ს, სულ მცირე, ერთი ძაღლი მაინც ჰყავს, ხოლო ძაღლის პატრონების 80%, თავისი ბინადრის მოვლას, ყოველდღიურად, 2 საათს უთმობს. მორიგი კვლევა ერთ-ერთ ბრიტანულ ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, როდესაც ადამიანი ძაღლთან ერთად სეირნობს, მისი სოციალური ინტეგრირების ალბათობა სამჯერ მეტია. ამასთანავე, ძაღლები იწვევენ დადებით სოციალურ კონტაქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოველი აგრესიულია ან მის მფლობელს უსიამოვნოდ აცვია.

ასევე იხილეთ:

12 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომლებსაც ბავშვებს სკოლებში არ ასწავლიან

წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ძაღლის სეირნობისას

7 ფაქტი - როგორ ექცევით თქვენს კატას, რის გამოც ის მალულად ვერ გიტანთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?