ფუტკრები: დედამიწის ბინადარი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებები
ფუტკრები: დედამიწის ბინადარი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებები
ფუტკარს ადამიანისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. ისინი გვაწვდიან თაფლს, ცვილს, დინდგელს (პროპილისი)... მაგრამ როგორც სპეციალისტებმა გაარკვიეს, ჩვენს ცხოვრებაში ამ მწერის არსებობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ ფუტკრები გადაშენდებიან, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

ეკოლოგიის საერთაშორისო არაკომერციულმა ორგანიზაციამ - "დედამიწის დამკვირვებლებმა", ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენისთვის, ყველაზე  მნიშვნელოვანი ქმნილებები ფუტკრები არიან. ეკოლოგები განმარტავენ, რომ ფუტკრის არაერთი სახეობა უკვე გადაშენდა ან გადაშენების პირასაა. ეს მოვლენა დედამიწისთვის და მათ შორის ადამიანებისთვის  საშიშროებას წარმოადგენს.

ეკოლოგების თქმით, 60-დან 90 პროცენტამდე საკვებს, მწერების საშუალებით, დამტვერვით (ენტომოფილია)და პირველ ყოვლისა,
ფუტკრების დახმარებით ვიღებთ. პროდუქტებს შორის, რომლებსაც მათი დახმარების გარეშე ვერ მივიღებთ: ხილი, ბოსტნეული, მარცვლული და
კაკალი.

ნაწილობრივ, ეს ნიშნავს, რომ ფუტკრების შემცირებით სხვა სახეობების შემცირებაც მოხდება, მათ შორის ადამიანების. 

Zooclub

რა მოხდება, თუ ყველა სახეობის ფუტკარი გადაშენდება? შესაძლოა, მოვიყვანოთ ნუშის ხის მაგალითი. იმისათვის, რომ ამ ხემ ნაყოფი გამოიღოს, აუცილებლად სჭირდება დამტვერვა. ბევრ ქვეყანაში ნუშის ნაჭუჭსა და კანს პირუტყვისა და ქათმების გამოსაკვებად იყენებენ (გადამუშავებული სახით). ფუტკრების გარეშე ნუში ვეღარ გაიხარებს, შედეგად ფერმერს აღარ ეყოლება პირუტყვი და ქათამი. ამას მოჰყვება ხორცის, რძისა და მათგან დამზადებული პროდუქტების დეფიციტი. ეს მხოლოდ ეკოსისტემის ერთ-ერთი საკვებია, რასაც ფუტკრების გადაშენებით უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

გარდა ამისა, ადამიანებზე განსაკუთრებით უარყოფითად  აისახება "ფუტკრების ინდუსტრიის" დაკარგვა- თაფლის, ცვილის, პროპოლისის წარმოება.

Zooclub

ეკოლოგთა ჯგუფების უმეტესობა მოუწოდებენ ადამიანებს, იზრუნონ ფუტკრების კეთილდღეობაზე. ბუნებრივი ფაქტორების გარდა, ამ მწერების შემცირებას დაავადებებისა და სახეობების შეჯახება იწვევს - ისექტიციდები, კლიმატის ცვლილებები. ასევე, მცენარეების რაოდენობის შემცირება მათზე ნეგატიურად აისახება. თუ კაცობრიობა მეტ ზრუნვას გამოიჩენს ფუტკრების მიმართ, ისინი გადარჩებიან და მათი რაოდენობაც მოიმატებს.

ფუტკრების გადარჩენა მნიშვნელოვანია დედამიწის ყოველი მცხოვრებისთვის.

Zooclub

"ფუტკრები მთავარი მწერები არიან, რომლებსაც მცენარეების დამტვერვის პროცესში დიდი წვლილი მიუძღვით. ისინი არა მხოლოდ ენტომოფილიის პროცესში იღებენ მონაწილეობას, არამედ სხვა მრავალი მცენარის ზრდას უწყობენ ხელს. ეს მწერები საშუალებას გვაძლევენ, ვისუნთქოთ. გაუფრთხილდით მათ!"- მოგვიწოდებენ ეკოლოგები.

წყარო: boredpanda.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?