იაპონელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ძროხები ზებრის ფერებში შეეღებათ. როგორ ფიქრობთ, რისთვის?
ძროხების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაცვის საშუალება ბუზებისა და სხვა მწერებისგან პესტიციდებია. იაპონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაცილებით უსაფრთხო და ბიუჯეტური მეთოდი არსებობს. ექსპერიმენტისთვის მათ სამი შავი ძროხა შეარჩიეს: ფერმის ერთი ცხოველი არატოქსიკური საღებავით, ზოლებად შეღებეს, მეორე -

ექსპერიმენტის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ "ძროხა-ზებრას" ნაკლებად აწუხებდნენ მწერები - იმ ბუზების რაოდენობა, რომლებიც ცხოველის სხეულზე ჯდებოდა, 50%-ით შემცირდა და ფერმის ბინადარი მშვიდად აგრძელებდა ბალახის ჭამას. კვლევის შედეგად სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ძროხების ბუზებისგან დაცვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც არ საჭიროებს პესტიციდებით ყველაფრის მორწყვას.
კვლევის ავტორის, ტომოკი კოძიმას თქმით, აიტის (იაპონია) მეცხოველეობის კვლევის განყოფილებაში, ექსპერიმენტის მსვლელობისას ყველაზე საოცარი მისი კოლეგების რეაქცია იყო: "როდესაც ძროხებს თეთრ ზოლებს ვახატავდი, ჩემი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ვხუმრობდი. როგორც მეცხოველეობის დარგის მკვლევარი, ვფიქრობ, რომ ფერმერები ამ მეთოდს გამოიყენებენ".
ახლო მომავალში მკვლევარები გეგმავენ ეფექტური მეთოდის შემუშავებას, რათა ძროხების შავ-თეთრ ფერზე შეღებვა გაცილებით გამარტივდეს. ასევე, ცხოველზე არსებული საღებავის შენარჩუნების მეთოდზე, რათა მან 3-4 თვე გაძლოს. გარდა ამისა, ამ მეთოდის გამოყენებას ღორებზეც გეგმავენ.
წყარო: boredpanda.com