უნესტრო ფუტკრების სპირალური სკები (ფოტოგალერეა)
უნესტრო ფუტკრების სპირალური სკები (ფოტოგალერეა)
ფუტკრების ცხოვრებისა და მათი სახეობების შესახებ ცოტამ თუ იცის. ზოგადი აღწერისას ფუტკარი წარმოგვიდგება შავ-ყვითელ ფერში, იგი ამზადებს თაფლს და გამოირჩევა საკმაოდ მტკივნეული ნესტარით, მაგრამ სინამდვილეში არსებობს ამ მწერის 20, 000-მდე სახეობა. ამასთანავე, თაფლის მომცემი ფუტკარი ერთადერთი არ არის.

ფუტკარი შესაძლოა, სხვადასხვა ფერისა და ზომის იყოს. მათ შორის სულ რამდენიმე სახეობა ამზადებს თაფლს. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუმცა, არიან ჯიშები, რომლებიც ცხოველზე ან ადამიანზე დანესტვრის შემდეგ არ კვდებიან.

იმ დროს, როდესაც ჩვენთვის ნაცნობია თაფლის მომცემი ფუტკარი (ფუტკარი მეთაფლია), ბუნებაში არსებობს ამ მწერის სხვა სახეობები, რომელთა
შესახებაც არაფერი გვსმენია. მაგალითად, როგორიც არის უნესტრო ფუტკარი "მელიპონინი", რომელიც ასევე მეთაფლია ფუტკარია და მისი
500 ქვესახეობაა ცნობილი. ეს ჯიში აშენებს უნიკალურ სპირალურ სკებს.

მელიპონინი ავსტრალიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ტროპიკულ რეგიონებში ბინადრობს. ზოგადად მისი შეფერილობა შავ-თეთრია, თუმცა, არა ყოველთვის. შესაძლოა, ის დაუცველი გეჩვენოთ, რადგან მას ნესტარი არ აქვს, მაგრამ მისი ნაკბენი იწვევს კანის საშინელ გაღიზიანებას.

ფუტკრის ეს სახეობა საკმაოდ კრეატიული არქიტექტორია. ისინი სპირალისებრ სკებს ქმნიან, თუმცა, სპეციალისტებისთვის დღემდე ამოუხსნელია, თუ რატომ აშენებენ "მელიპონინები" სკებს მსგავსი კონსტრუქციით.

იხილეთ ფოტოები

წყარო: boredpanda.com


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?