"ძაღლი ბორბლებში": როგორ ამუშავებდნენ ორი საუკუნის განმავლობაში ძაღლებს
"ძაღლი ბორბლებში": როგორ ამუშავებდნენ ორი საუკუნის განმავლობაში ძაღლებს
ჩვენს დროში ძაღლების სამუშაო არც თუ ისე ბევრია. ადამიანები მხოლოდ რამდენიმე ჯიშს საბაჟოზე, სამხედრო მიზნებისთვის და ადამიანების გადასარჩენად იყენებენ. ამჟამად მონადირე ძაღლები თავიანთ პატრონებთან ერთად გართობის მიზნით ნადირობენ - იშვიათ შემთვევაში, გადარჩენისთვის (საკვების მოსაპოვებლად).  ხშირად, ძაღლები საყვარელი შინაური ცხოველების ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო...

ჩვენთვის სიტყვები "ბზრიალა ძაღლი" - ეს რაღაც წარმოუდგენელია, მაგრამ მე-16 საუკუნეში ასეთ ძაღლებს დიდი ფასი ჰქონდათ. მათ პატივს სცემდნენ და ხშირად კვებავდნენ გემრიელობებით. უცნობია, თუ ვინ მოიგონა პატარა ბორბალში ძაღლის ჩასმა, თუმცა, ამის შესახებ
პირველი ცნობები XVI  საუკუნის წიგნებში გვხვდება. ასევე, შინაური ცხოველების სამუშაოს აღწერენ კარლ ლინე და ჩარლზ
დარვინი, წიგნში: "სახეობათა წარმოშობა" (1859 წ.).

როგორ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს ძაღლები?

Zooclub

ბზრიალა ძაღლები ხშირ შემთხვევაში სამზარეულოში ბინადრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აკლდათ საკვები, ამ ცხოველების ცხოვრება მარტივი არ იყო. მაგალითად, ცხვრის ხორცის მოსამზადებლად, "ბზრიალა ძაღლი" იძულებული იყო, ბორბალში ოთხი საათი ერბინა. განსაზღვრული დროის შემდეგ, მუშა ძაღლი ისვენებდა და მას მეორე შინაური ცხოველით ცვლიდნენ.

ამ სამუშაოსთვის აუცილებელი იყო საშუალო ზომის, მაგრამ ძალიან ამტანი ძაღლი. დროთა განმავლობაში, ამ პროფესიისთვის ახალი ჯიშიც კი გამოიყვანეს. ეს სახეობა გამოირჩეოდა საშუალო ზომის, მოკლე ფეხებით, რომელიც საოცრად მორჩილი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ სახეობიდან მოდის კორგისა და ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშები.

"ბზრიალა ძაღლების" საზრიანობაზე ლეგენდები დადიოდა

Zooclub

ძაღლებმა კარგად იცოდნენ თავიანთი სამუშაო. მათ შეეძლოთ გამოეცნოთ, თუ როდის იწყებოდა და მთავრდებოდა სამუშაო დრო. საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში დგას "ბზრიალა ძაღლის" მინიატურული ქანდაკება. ერთ-ერთ ოჯახში ორი ძაღლი ცხოვრობდა, რომლებიც ბორბალზე მონაცვლეობით მუშაობდნენ. ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, თავი აერიდებინა სამუშაოსთვის და სარდაფში დაიმალა, მაგრამ მისი მეწყვილე არ აპირებდა ორის მაგიერ საქმის შესრულებას. ის მაშინვე გაიქცა სარდაფთან და ყეფა დაიწყო. პატრონებმა დამალული "ზარმაცი" მალევე იპოვეს, ხოლო მეორე საკვებით დააჯილდოვეს.

"ბზრიალა ძაღლებს" მხოლოდ სამზარეულოში არ იყენებდნენ

Zooclub

დროთა განმავლობაში ძაღლების საქმიანობა გაფართოვდა და ისინი არა მხოლოდ ხორცს წვავდნენ, ზოგიერთი მათგანი თავიანთ პატრონს ზეითუნის ზეთის, ღვინისა და კარაქის მომზადებაშიც ეხმარებოდა.

ზოგიერთი პატარა ძაღლი სახელოსნოშიც მუშაობდა. ამ ფოტოზე ხედავთ ძაღლს, რომელიც ბორბლის ბრუნვით ჰაერის ნაკადით უზრუნველყოფს სახელოსნოს.

Zooclub

მეტიც, ვიღაცამ "ძაღლიმობილიც" შექმნა

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ "ბზრიალა ძაღლების" პროფესია იცვლებოდა, სამუშაოს არსი უცვლელი რჩებოდა. ჩვენს დროში არსებობს სხვადასხვა ფიტნეს კლუბი სპეციალურად ძაღლებისთვის, სადაც ცხოველები ვარჯიშობენ ისე, როგორც 400 წლის წინ "ბზრიალა ძაღლები" საქმიანობდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?