პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..
სულთანმა რწმენითა და სიმართლით იმსახურა პოლიციის დეპარტამენტში, ახლა კი პენსიაზე გადის. ამ გმირ ნაგაზს 13 წელი შეუსრულდა და ახლა იმდენად სუსტადაა, რომ თავისით გადაადგილებაც კი უჭირს. თავისი კოლეგისა და მეგობრის გასაცილებლად ბევრი თანამშრომელი შეიკრიბა.

Zooclub

ამ ძაღლმა 9 წელი იმსახურა საუტ-პორტლენდის პოლიციის დეპარტამენტში, მან ათასამდე ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში, მან მრავალი დანაშაული გახსნა, ბევრჯერ იპოვა ნარკოტიკი და დაკარგული ადამიანი. ეს ძაღლი თავისი დამსახურებების წყალობით ნამდვილ ლეგენდად იქცა. პოლიციის რიგებში ცხოველმა თავისი მოწოდება იპოვა და ადამიანების წინაშე ვალი მოიხადა.

მან ყველაზე
მეტად დაიმსახურა პენსია, ვიდრე ვინმე სხვამ, მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ.

Zooclub

სულთანი უეცრად ძალიან დასუსტდა.
შეწყვიტა ჭამა და უჭირდა გადაადგილება. ძაღლის პატრონი მას მილის საშუალებით აჭმევდა, რომ რამენაირად მაინც დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან გადაწყვიტა შეეწყვიტა ცხოველის ტანჯვა და მისი დაძინება გადაწყვიტა.

Zooclub

თავის ბოლო გზაზე ვეტერინარის კლინიკაში სულთანმა თავისით ვერ შეძლო მისვლა.

Zooclub

პოლიციელები, სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მუშაკები გმირ ძაღლთან დასამშვიდობებლად მივიდნენ.

Zooclub

ამ ადამიანებს უზომოდ გაუჭირდათ სულთანთან დამშვიდობება, რადგან იგი ერთ-ერთი მათგანი იყო. ამ საოცარმა ძაღლმა დაიმსახურა ასეთი ღირსეული წასვლა.

Zooclub

ის, თუ როგორ გააცილეს თავიანთი მეწყვილე ბოლო გზაზე, ბევრს ამბობს ამ ადამიანებზე, მათ სიკეთესა და ადამიანურობაზე.

madona
ზალიან მიკვარს ბატურები.ამ ცხოველს ვინც მარტლაც პატივს არ ცემს.ის არ არის ადამიანი.
xatia
ვგიჯდები იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოველები უყვარს. ნეტავი უფრო ბევრი იყოს ასეთები,მაგრამ, მჯერა ვინც ცხოველებს ცუდად ექცევა დაისჯება ამის მაგალითი მაქვს მან დედას შვილები გადაუყარა და დგეს ის ადამიანი საშინელი ტკივილებისაგან იტანჯება, არც მეცოდება...დაიმსახურა!
jemali-s
ძალიან კარგად მესმის თქვენი, ჩემს ძაღლს (16 წლისაა)ორი კვირის უკან მანქანამ დაარტყა , ვეტექიმმა მითხრა ,,ვერ გადარჩებაო", მაგრამ დასაძინებლად მაინც ვერ გავიმეტე, ორი დღეა რაც ძალიან ცოტას ჭამს ღმერთს ვეხვეწები გადარჩეს. თვენი ძაღლის მომწავლავი გჯეროდეთ, ჯოჯოხეთურ წამებას გამოივლის, ერთი ადამიანი ვიცი, უდანაშაულო ძაღლი (ლეკვებიანი) სასიკვდილოდ გაიმეტა, ღმერთმა კი სასტიკად დასაჯა, როგორ, ამას აღარ ვიტყვი, მთავარია სამაგიერო მიეზღო და არც შემცოდებია!
Zura-ს
მეც ვერ შევძლებდი.. რიდესაც ძაღლი უბრალოდ დაბერდა და დასუსტდა, არ აქვს რაიმე ისეთი დაავადება,რომ აუტანელი ტკივილები აწუხებდეს,მაშ ბოლომდე მოვუვლიდი..ვერ გავიმეტებდი..
zura
ამ გამოხედვის შემხედვარეს, მე ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ძაღლის დაძინება. ისევ ვეცდებოდი მოვლას, სანამ შესაძლებელი იქნებოდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?