სპეციალისტებმა მალიური დათვების საოცარი უნარი აღმოაჩინეს
სპეციალისტებმა მალიური დათვების საოცარი უნარი აღმოაჩინეს
სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთიდან, მალიური დათვის საინტერესო უნარი აღმოაჩინეს. შესაბამისი კვლევები პორტსმუსის უნივერსიტეტში ჩატარდა.

ულუ-საგამას ნაციონალურ პარკში მალიურ ანუ მზის დათვზე დაკვირვებისას, შეამჩნიეს, რომ ცხოველის სახეობა, რომელიც აქამდე "განდეგილად" ითვლებოდა, დროთა განმავლობაში თავისივე სქესის წარმომადგენლებს ხვდება და თამაშობს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მალიური დათვები ერთმანეთთან კონფლიქტს ერიდებიან. შეხვედრისას ისინი ერთმანეთს ეხუტებიან ან ხუმრობით ჭიდაობენ - ეს თამაშს გამოხატავს. გარდა ამისა, ფაუნის ამ წარმომადგენელს  ოპონენტის სახის გამომეტყველების ზუსტად გამოსახვის უნარი აქვს, რის შემდეგაც "იმანჭება".

ჯერჯერობით დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას, თუ რა არის მზის დათვის
ამგვარი მოქმედების აზრი. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ცხოველები ამ მოქმედებებით ინფორმაციას ცვლი
ან თავიანთი განზრახვების შესახებ ან თავიანთ ნათესავებთან ცდილობენ სოციალური კავშირი გაამყარონ. მკვლევარები ეჭვს გამოთქვამენ, რომ მიმიკა ბევრი სხვა ძუძუმწოვრის დამახასიათებელი თვისებაა.

წყარო: nature.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?