ფოტოგრაფი ლომების გადასაღებად ნაკრძალს ესტუმრა: "თავიდან თითქოს შემაშინა, თუმცა შემდეგ გამიღიმა"
ფოტოგრაფი ლომების გადასაღებად ნაკრძალს ესტუმრა: "თავიდან თითქოს შემაშინა, თუმცა შემდეგ გამიღიმა"
69 წლის გრენ საუერბი, რომელიც მასაი მარას (კენია) ნაციონალურ პარკს სტუმრობდა, ხვად ლომს მიუახლოვდა და ფოტოების გადასაღებად დაიხარა, როდესაც მტაცებელმა უეცრად ღმუილი დაიწყო.

დიდი კატის უეცარმა მოქმედებამ მამაკაცი შეაშინა, თუმცა, მან ფოტოების გადაღება კვლავ განაგრძო. ფოტოგრაფი გააკვირვა, ლომის ისეთმა გამომეტყველებამ თითქოს მას უღიმოდა. გრენის თქმით, მტაცებელის ხმიანობა მას აფრთხილებდა: "მე ჯუნგლების მეფე ვარ", რის შემდეგაც გაიღიმა, თითქოს მამაკაცს დასცინოდა.

Zooclub

ფოტო ხელოვანი ლომთან 10-15 მეტრის მოშორებით იდგა. მისი თქმით, ბედნიერია, რადგან შიშის მიუხედავად, უნიკალური კადრები გადაიღო.

Zooclub

"ძალიან მომწონს გარეული ცხოველების ფოტოებზე აღბეჭდვა,
ამიტომ საფარიში ხშირად დავდივარ. ისინი გაიზარდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ტურისტები მუდმივად სტუმრობენ. აქ ველური ბუნების ბინადრები შეჩვეულნი
არიან მანქანების ხმასა და ადამიანებს,"- ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

ინტერნეტ სივრცეში ფოტოები ძალიან პოპულარული გახდა. ცხოველთა მოყვარულები გრენს კომენტარებში, ასეთი შთამბეჭდავი კადრებისთვის, მადლობას უხდიდნენ.

ასევე იხილეთ:

მამა-შვილი ლომების ემოციური ჩახუტება: ისე როგორც "მეფე ლომის" ცნობილ სცენაში

უნიკალური კადრები: კენიის ნაკრძალში ძმები ჯიქების საოცარი წარმოდგენა ფოტოგრაფმა შემთხვევით გადაიღო

გრიზლების დაუნდობელ ბრძოლას, შეშინებული მგელი შორიდან აკვირდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?