გმირი ძაღლი, რომელმაც 1993 წელს მუმბაიში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
გმირი ძაღლი, რომელმაც 1993 წელს მუმბაიში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
"უდავოა, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი და დამცველია, თუმცა, ზოგიერთი მათგანი კაცობრიობას მართლაც რომ ფასდაუდებელ სამსახურს უწევს",- წერს გამოცემა "The Better India".

ამის მაგალითია ლაბრადორ რეტრივერი, სახელად ზანჯირი (Zanjeer), რომელმაც ათასობით ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. ზანჯირი მუმბაის პოლიციის რიგებში მსახურობდა.

1993 წლის მარტში მუმბაიში ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა (ტერორისტულმა დაჯგუფებებმა 13 მანქანა ააფეთქეს).

Zooclub

ოთხფეხა "გამომძიებლის" დიდი ძალისხმევის შედეგად, ქალაქმა თავიდან აიცილა სამი დიდი აფეთქება და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინა.

ლაბრადორ რეტრივერი პოლიციას სამ ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნაში დაეხმარა.

ასევე, ზანჯერმა
აღმოაჩინა:  11 საბრძოლო შაშხანა, 57 ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება, 175 ბოთლი ასაფეთქებელი სითხე და ექვსასი დეტონატორი.

ზანჯერმა 8 წელამდე იცოცხლა. ის სიმსივნით 2000 წლის 16 ნოემბერს მოკვდა.

Zooclub

ერთგული ძაღლი დიდი პატივით დაკრძალეს. მუმბაის პოლიციის ოფიცრებმა გმირ ძაღლს პატივი მიაგეს.

წყარო: thebetterindia.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?