ოჯახი რამდენიმე საათი ეძებდა თავის დაკარგულ ძაღლს, რომელიც უჩვეულო კომპანიონებთან ერთად სახლიდან გაიქცა
ამ საყვარელ ძაღლს ბოოს ეძახიან. მას ყველაზე მეტად თავისი ოჯახი უყვარს, თუმცა, შინაურ ცხოველს სხვა გასართობიც აქვს. მაგალითად, მოსწონს თავგადასავლები და ახალი მეგობრების შეძენა.

გასული კვირის ღამეს ბოომ სახლიდან გაპარვა გადაწყვიტა, რათა ახალი ტერიტორიები გამოეკვლია.

მომდევნო დღეს მთელი ოჯახი დაკარგულ ოთხფეხა მეგობარს ეძებდა. აღმოჩნდა, რომ ძაღლი სახლიდან მარტო არ გაპარულა...

რამდენიმე ხანში ბოოს პატრონმა ძაღლის შესახებ მიიღო შეტყობინება, რომელიც გარეგნული აღწერილობის მიხედვით თავის ბინადარს ჰგავდა - ის სახლიდან 14 კილომეტრის დაშორებით შეამჩნიეს.

პატრონი ცხოველის მოსაძებნად წავიდა, თუმცა, მან არ იცოდა, რომ ძაღლი მარტო არ
იქნებოდა.

მამაკაცმა ბოო ორ უჩვეულო კომპანიონთან ერთად იპოვა. ისინი მას "უცნობი ტერიტორიების" აღმოჩენაში ეხმარებოდნენ.

ძაღლის პატრონმა
ვიდეოზე აღბეჭდა, თუ როგორ შეამჩნია თავისი ბინადარი მეგობრებთან ერთად მინდორში.

როგორც ჩანს, ბოო სახლიდან ძაღლთან და თხასთან ერთად გაიპარა.

აღმოჩნდა, რომ თეთრ ძაღლს ოზი ჰქვია, ხოლო თხას - ლიბი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხოველები მათ მეზობლად ცხოვრობენ.

Zooclub

პატრონის ვარაუდით, ბოო მეგობარ ცხოველებს წინა საღამოს ესტუმრა და მათ სახლიდან გაქცევა ერთად დაგეგმეს.

როდესაც ძაღლმა პატრონის მანქანა დაინახა, ის სიხარულით მიეგება მას და სავარძელზე მოკალათდა - თითქოს ელოდებოდა. საბედნიეროდ, ავტომობილში ადგილი ბოოს მეგობრებისთვისაც მოიძებნა.

ცხოველების პატრონები ხუმრობით აღნიშნავენ, რომ მსგავსი ისტორიები ცოტას თუ სჯერა, თუმცა, ყველაფერი რეალურად მოხდა და ვიდეოც ამის დასტურია.

მხიარული ძაღლი ბოო ყოველთვის მოულოდნელობებით სავსეა. ძაღლის პატრონი დარწმუნებულია, რომ მისი ბინადარი სამომავლო გეგმებს ყოველდღე აწყობს და არავინ იცის, თუ რითი დამთავრდება მომდევნო თავგადასავალი.

წყარო: thedodo.com

ასევე იხილეთ:

განუყრელი მეგობრები - თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ

პარიზის ქუჩებში მოსეირნე ძაღლი და მისი მეგობარი იხვი

დაკარგული კატა პატრონთან მატარებლით მარტო დაბრუნდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?